სავეზირო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დამატება
ხაზი 5:
სავეზიროს წარმოშობამდე ვაზირი პირადად მეფეს მოახსენებდა მის საგანმგებლო უწყებაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ვაზირთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნილება ვაზირთა შეთანხმებული მუშობისა, ერთიანი პოლიტიკის გატარებისა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სავეზირო, რომელიც უზრუნველყოფდა მეფისათვის ვაზირთა კოლექტიურ მოხსენებას და მეფის უმაღლესი განკარგულების თანახმად ვაზირთა მხრივ ქვეყნის შეთანხმებულ მართვას. სავეზიროში წინასწარ განიხილავდნენ იმ საკითხებს, რომლებიც სხვადასხვა უწყებას ეხებოდა და შეიმუშავებდნენ ერთიან პოლიტიკის ხაზს.
 
„ვაზირთა უპირველესად“ სავეზიროში მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ითვლებოდა. შემდეგ ერთმანეთს უფროს-უმცროსობის რიგით მისდევდნენ [[ათაბაგი]], [[ამირსპასალარი]], [[მანდატურთუხუცესი]], [[მეჭურჭლეთუხუცესი]], [[მსახურთუხუცესი]], აგრეთვე ვაზირთა თანაშემწენი - საწოლის [[მწიგნობარი]], [[ამილახორი]], [[ამირეჯიბი]], რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდნენ. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს - პრემიერს ყვეფარი ეკითხებოდა, ყველა სამეზე მიუწვდებოდა ხელი, მათ შორის, სამხედრო, საფინანსო და საეკლესიო საქმეებზეც. მართვის ოპერატიულობისათვის ცალკე იყო გამოყოფილი „სამთა ვაზირთა“ ჯგუფი — ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი და „ორთა ვაზირთა“ ჯგუფი — მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. „სამთა ვაზირთა“ ჯგუფი უფრო მეტი გავლენითა და პატივით სარგებლობდა და საფიქრებელია, რომ ქვეყნის საგარეოპოლიტიკური, სამხედრო და საშინაო საქმეების გფანხილვა ამ ვიწრო წრეში ხდებოდა. შედარებით გვიან უნდა იყოს შექმნილი „ორთა ვაზირთა“ ჯგუფი, რომელიც ძირითადად ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნავდა.
==ლიტერატურა==
 
მეფე სავეზიროს ეთათბირებოდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საქმეების გადაწყვეტის დროს — ქვეყნის თავდაცვის საკითხებზე, მტერზე ლაშქრობისას, ზავის ჩამოგდებისას და ა. შ.; მაგ., როდესაც საქართველოს სამეფოს მტერი დაესხა თავს, [[თამარ მეფე]]მ მოუწოდა „ყოველთა ვაზირთა თვისთა და შეიქმნა გამორჩევა“. სავეზიროს სხდომა მეფის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. თუ მეფე არ იყო, თავმჯდომარეობდა „ვაზირთა უპირველესი“.
 
სავეზიროს კომპეტენცია და ავტორიტეტი ყოველთვის ერთნაირი არ იყო. მეფეს ძირითადად შეეძლო სავეზიროს საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშო ხდებოდა. სავეზიროში აშკარად შეიმჩნეოდა ცენტრალური საუწყებო დარგობრივი მმართველობის სისტემის საწყისები და ამ მხრივ იგი [[დარბაზი|დარბაზს]] უპირისპირდებოდა. გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს დაშლასთან ერთად სავეზიროც მოიშალა.
==ლიტერატურა==
*'' მესხია შ.,'' საშინაო პოლირიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1972;
*''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ., 1 ტფ., 1928 (თხზ., ტ. 6, თბ., 1982)
*''ნადარეიშვილი გ.'', [[ქსე]], ტ. 8, გვ. 640-641, თბ., 1984
[[ast:Visir]]
[[be:Візір]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სავეზირო“-დან