ტიტუს მანლიუს იმპერიოსუს ტორკვატუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
 
ამ ლაშქრობის ყველაზე დიდ სირთულეს ისიც წარმოადგენდა რომ რომაელები და ლათინები ერთი მოდგმის ხალხი იყვნენ, მათ საერთო ენა, წესჩვეულებები და საბრძოლო წესრიგი ჰქონდათ. ამიტომ კონსულებმა სასტიკად აუკრძალეს ყველას მოწინააღმდეგის ბანაკთან ნებისმიერი სახის კონტაქტები და თვითნებური შეტაკებები.
 
ისე მოხდა რომ დაზვერვის რაზმს ხელმძღვანელობდა ტიტუს მანლიუს უმცროსი, კონსულის ვაჟი. იგი მიუახლოვდა ლათინთა ბანაკს, სადაც ტიტუსი ერთერთმა არისტოკრატმა ლათინმა იცნო. მათ შორის შელაპარაკება მოხდა და პროვოცირებული ტიტუსი ჩაება ორთაბრძოლაში. ტიტუსმა ბრძოლაში იმარჯვა და დაბრუნდა რომაელთა ბანაკში. იგი პირდაპირ მამის კარვისკენ გაემართა და მოუყვა მას ორთაბრძოლის შესახებ.
 
{{ბიო}}