რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 20:
| გეო ={{coord|42|02|16|N|43|57|24|E|}}
| რუკა_წარწერა =
| გეგმა=ruisis - GEGMA.jpg
| გეგმა_ზომა=250px
| გეგმა_წარწერა=ტაძრის გეგმა
}}
'''რუისი''', ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დგას [[ქარელის რაიონი|ქარელის რაიონის]] [[რუისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|სოფ. რუისის]] შუაგულში. [[ტაძარი]] ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. [[ეკლესია]] თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი [[ქვიშაქვა|ქვიშაქვის]] კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას გამოყენებულია მონაცისფრო-მოშავო [[ბალასტი]]ს კვადრები, [[შირიმი]] და [[აგური]].
Line 26 ⟶ 29:
 
==არქიტექტურა==
[[ფაილი: ruisis - GEGMA.jpg|thumb|left|რუისის ტაძრის გეგმა]]
ტაძარში სამი სწორკუთხა შესასვლელია: დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. X საუკუნეში ეგვტერების აგების დროს, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელები კედლების ცენტრალურ ნაწილიდან დასავლეთ მონაკვეთში გადაუტანიათ (შემორჩენილია ჩრდილოეთის თავდაპირველი შესასვლელის თაღის ნაშთი). დასავლეთით შესასვლელზე XV საუკუნეში მიუშენებიათ სამ მხრივ თაღებით გახსნილი კარიბჭე, რომელიც იმეორებს ძველ ფორმებს. თორმეტ წახნაგა მაღალი გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძს. გუმბათქვეშა კვადრატიდან ოდნავ არაწესიერი მოყვანილობის გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათქვეშა კამარები ოდნავ შეისრულია. გუმბათში თორმეტი სარკმელია (6 ამოაშენეს XV საუკუნეში). დასავლეთით კიდევ ორი ბურჯია, ხოლო დეფორმირებული ნალისებრი აფსიდის წინ ღრმა ბემაა. ამიტომ აღმოსავლეთიდან ღერძი საკმაოდ წაგრძელებულია. აფსიდის ღერძზე მაღალი, შიგნიდან გარეთ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვევით თაღოვანი ნიშია. დასავლეთით სამი სარკმელია. საკურთხევლის გვერდებზე კუთხის ოთხ ტრომპზე დამყარებული გუმბათიანი კამარით გადახურული კვადრატული სამკვეთლო და სადიაკვნეა. სათავსები დასავლეთით თაღოვანი ღიობებით უერთდებიან ეკლესიის შესაბამის გვერდით ნავებს. სამკვეთლო ჩრდილოეთით, ხოლო სადიაკვნე სამხრეთით გაფართოებულია დამატებითი ოთხკუთხა კამარებით გადახურული სათავსებით. ჩრდილოეთის სათავსის კამარა შეცვლილია. სადიაკვნის აღმოსავლეთ ნაწილში პატარა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე პატარა სარკმელია. უფრო მოზრდილი სარკმელი სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელშიცაა (მოგვიანებით იგი ღერძიდან ჩრდილოეთით გადაუწევიათ). 1781 წელს საკურთხევლის წინ ხის აჟურული [[კანკელი]] დაუდგამთ.