რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 21:
}}
'''რუისი''', ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დგას [[ქარელის რაიონი|ქარელის რაიონის]] [[რუისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|სოფ. რუისის]] შუაგულში. [[ტაძარი]] ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას გამოყენებულია მონაცისფრო-მოშავო ბალასტის კვადრები, შირიმი და აგური.
==ძეგლის ისტორია==
გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალს]]. ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. უძველესი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთი კარიბჭის აფსიდის კონქის ქუსლთან არსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: ”ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ”; წარწერის ბოლოში მიწერილია: ”მარიამ დედოფლისა” (დედა, რომელიც ბაგრატის გამეფებამდე განაგებდა ქვეყანას). საეპისკოპოსო კათედრალს დახმარებას უწევდა [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] დედა [[ბურდუხან დედოფალი]]: ”ზრუნვა და საზრუნავი ხელ ეყო დედოფალსა ბურდუხანს”. [[თემურლენგი]]ს შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთი ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე [[ალექსანდრე I, დიდი|ალექსანდრე I-ს]] ([[1412]]-[[1442]]). ”ქ ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა-მეფობა დიდისა ალექსანდრესი, - რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყოს”. ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერაში კი მოხსენიებულია შემკეთებელი ოსტატი: ”გალატოზთა ზედა მომგესა შალვას შეუნდვეს ღმერთმან, ამინ”. XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს [[დიონისე ლარაძე]]ს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, [[როსტომ მეფე|როსტომ მეფის]] (1632-1758) მეუღლეს. XVII საუკუნეში მროველი ეპისკოპოსის სამწყსო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ”ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისა ზეითის ქართლისა, ლიხ-ტაშისკარამდე და აწ ისევ მწყსის ხეობასა და სადგერს”... რუისის ეპარქიის იმ ხანის ეკონომიკაზე საინტერესო ცნობას იძლევა რუისის მღვდელმთავრის [[ნიკოლოზ ორბელიანი]]ს მიერ 1715 წელს შედგენილი ”სამწყსოს დავთარი”. 1803 წელს ტაძარში ტრაპეზ-ამბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. 1811 წელს [[რუისის ეპარქია]] გაუქმდა. 1920 წლის თებერვლის მიწისძვრამ ძეგლი ძლიერ დააზიანა. ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა 1936 და 1938 წლებში საქართველოს კულტურული ძეგლთა განყოფილებამ, ხოლო 1950-1953 წლებში სპეციალურმა სამეცნიერო სახელოსნომ (ხელმძღვანელი ვ. ცინცაძე).
 
==ძეგლის აღწერა==
[[ფაილი: ruisis - GEGMA.jpg|thumb|left|რუისის ტაძრის გეგმა]]