ევგენ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
[[1917]] წელს, ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებლის დასრულებისთანავე, გენო ღვალაძე გახდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრი და ამ პარტიაში ირიცხებოდა [[1923]] წლის ჩათვლით. მას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწესთან [[დევდარიანი, სეით|სეით დევდარიანთან]] (რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს 1937 წელს). [[1921]]-[[1923]] ღვალაძე იყო ხსენებული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (”[[ახალგაზრდა მარქსისტები]]”) იატაკქვეშა ანტიბოლშევიკური ცენტრალური კომიტეტის წევრი და თბილისის კომიტეტის მდივანი.
 
[[1920]] წელსწლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გიმნაზიის ,- "ნუცუბიძის კურსები"-ს დამთავრებისთანავე, მან ლეიტენანტის სამხედრო წოდებით სამსახური დაიწყო [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ეროვნულ არმიაში. [[1921]] წლის თებერვალ-მარტში პორუჩიკი ევგენ ღვალაძე აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკური [[რუსეთი|რუსეთის]] მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელას ცნობილ ბრძოლებში და [[ბათუმი|ბათუმის]] ომში, რომლის დროსაც გენერალ [[მაზნიაშვილი, გიორგი|გიორგი მაზნიაშვილის]] დივიზიის მიერ ბათუმი და [[აჭარა|აჭარის]] მნიშვნელოვანი ნაწილი გაწმენდილ იქნა [[თურქეთი|თურქული]] სამხედრო შენაერთებისგან. აღსანიშნავია, რომ მე–11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი მამაცობისათვის [[1921]] წლის თებერვალში, ეროვნული არმიის სხვა ოფიცრებთან ერთად, ღვალაძეს ფრონტის ხაზზე გადაეცა "თეთრი გიორგი"–ს ჯვარი.
 
===1921-1937===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევგენ_ღვალაძე“-დან