ჯუზეპე გარიბალდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
==სამხრეთამერიკული პერიოდი ([[1835]] - [[1848]])==
 
[[რიო-დე-ჟანეიროშიჟანეირო]]ში გარიბალდის დახვდა იტალიელი ემიგრანტების საკმაოდ დიდი კოლონია. სიკვდილმისჯილ პატრიოტს დიდი პატივით შეხვდნენ, ყველა ოჯახის კარი მისთვის გახსნილი იყო, მალე მას უკვე ბევრი ერთგული მეგობარი ჰყავდა. ბრაზილიაში[[ბრაზილია]]ში იტალიელები ძირითადად კომერციით იყვნენ დაკავებული, მაგრამ გარიბალდის [[კომერცია]] არც ეხერხებოდა და არც აინტერესებდა. იგი მიისწრაფოდა "დიდი საქმეებისკენ", მას "გრიგალი და შეტევა" სჭირდებოდა,
 
ასეთი "დიდი საქმე" გამოჩნდა, როდესაც ბრაზილიის იმპერიას გამოეყო სამხრეთი ნაწილი და თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა თანასწორობის და სამართლიანობის დამკვიდრების მოწოდებით. ამ რესპუბლიკის ხელმძრვანელობა მჭიდროდ თანამშრომლობდა იტალიელ პატრიოტ - ემიგრანტებთან, რომლებიც მაძინისთან ინარჩუნებდნენ კავშირს და გარიბალდიც მათ წრეს ეკუთვნოდა. მათი გადაწყვეტილებით გარიბალდი ხდება "რესპუბლიკის კორსარი": იგი გადის ზღვაში, თავს ესხმის ბრაზილიის დროშით მიმავალ გემებს, რესპუბლიკის სასარგებლოდ ახდენს გემების და ტვირთების კონფისკაციას, მგზავრებს კი ანთავისუფლებს. ეს ხდებოდა 1837 - 1840 წლებში, ამ პერიოდში გარიბალდის ცხოვრებაში იყო ავანტიურები, შეტაკებები, გემების ჩაძირვები, გამარჯვებები, დამარცხებები, უახლოესი მეგობრების დაღუპვა, არაერთხელ სიკვდილისაგან ერთ ნაბიჯში ყოფნა. გარიბალდი გამოიბრძმედა ბრძოლებში, ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი. იგი მძიმედ იყო დაჭრილი, აღმოჩნდა ტყვეობაში, გადაიტანა წამება, გაიქცა ტყვეობიდან...და ისევ გააგრძელა თავისი საქმე.
ხაზი 29:
მეგობრების დახმარებით ჯუზეპე და ანიტა მონტევიდეოში დასახლდნენ, დაიწერეს ჯვარი. გარიბალდი მასწავლებლობით არჩენდა ოჯახს. შვიდი წლის განმავლობაში მათ ოთხი შვილი შეეძინათ. მაგრამ ომი მათ ისევ მოადგათ კარძე.
 
[[1843]] [[არგენტინა|არგენტინის]] სისხლიანმა დიქტატორმა დაიწყო ომი ურუგვაის[[ურუგვაი]]ს რესპუბლიკის წინააღნდეგ და მონტევიდეოს[[მონტევიდეო]]ს მთელი მოსახლეობა აღსდგა თავისუფლების დასაცავად. გარიბალდიმ ჩამოაყალიბა იტალიური ლეგიონი, რომელიც ისე თავგანწირულად და წარმატებით იბრძოდა მტრის წინააღმდეგ, რომ არგენტინის დიქტატორს ჯერ გარიბალდის ლიკვიდაცია უნდოდა, და რომ არ გამოუვიდა, შეეცადა მის მოსყიდვას, მაგრამ გარიბალდის უანგარობა საყოველთაოდ ცნობილი იყო. როდესაც ურუგვაის მთავრობამ მადლობის ნიშნად შესთავაზა მას და მის მეომრებს საჩუქრად მიწები, გარიბალდიმ ამაყად უპასუხა: "იტალიელმა ოფიცრებმა შესთავაზეს რესპუბლიკას თავისი დახმარება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მხოლოდ პატივისთვის გაეზიარებინათ იმ ხალხის ბედი, რომელმაც მათ სტუმართმოყვარეობა გაუწია." ურუგვაის მთავრობამ გარიბალდი დანიშნა მთავარსარდლად და გენერლის წოდება მიანიჭა.
 
მონტევიდეოს თავდაცვამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. სარდალ გარიბალდის შესახებ წერდნენ მსოფლიოს ყველა გაზეთები. ამ მოვლენებს [[დიუმა, ალექსანდრე|ალექსანდრე დიუმამ]] მიუძღვნა წიგნი: "მონტევიდეო ანუ ახალი ტროია", რომელიც დიდი წარმატებით სარგელობდა. ფრანგი და ინგლისელი დიპლომატები და ადმირალები, რომლებიც იმ დროს მონტევიდეოში იმყოფებოდნენ, ასე იხსენიებდნენ გარიბალდის: "თქვენი ნიჭის და სიმამაცის წყალობით თქვენ ჩაატარეთ სამხედრო ოპერაცია, რომელიც პატივს მოუხვეჭავდა დიად არმიას"; "გარიბალდი არის უდიდესი სიმამაცის მქონე ადამიანი, დაჯილდოვებული ჭეშმარიტი სამხედრო ნიჭით"; "ყოველი განსაცდელიდან გარიბალდი გამოდიოდა თავისი ღირსების შეუბღალავად".
 
უნდა ითქვას, რომ გარიბალდიმ, როგორც დიდმა ორგანიზატორმა, შექმნა თავისი სიმბოლოები: ეს იყო შავი ალამი (ტანჯული იტალიის სიმბოლო), რომელზეც წითელი აბობოქრებული ვეზუვი იყო გამოსახული (რისორჯიმენტოს სიმბოლო) და, რაც მთავარია, სამხედრო უნიფორმა - წითელი ხალათი და ყელსახვევი, თეთრი ან რუხი პონჩო და ფართოფარფლებიანი სომბრეროს ტიპის ქუდი.