გალებთან რომისთვის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 47:
სენატში ყველა დათანხმდა რომ ასეთ კრიტიკულ დროს კამილუსსზე უკეთ ვერავინ უხელმძღვანელებდა რომის გაფანტულ ლეგიონებს და იგი დიქტატორად აირჩიეს.
 
გალებისთვის საიდუმლოდ არ დარჩა ახალგაზრდა რომაელის ციხესიმაგრეში შეპარვა. მათ მალე იპოვეს ბილიკი ნაფეხურებით და გადაწყვიტეს ღამე ჩუმად შეპარულიყვნენ ციხესიმაგრეში. ღამით გალები ისე ჩუმად აძვრნენ გალავანზე რომ ვერც ყარაულებმა და ვერც ძაღლებმა ვერაფერი გაიგეს. გადმოცემის მიხედვით, მიუხედავად შიმშილისა, [[იუნონა]]ს ტაძარში მაინც იყვნენ ქალღმერთისთვის მიძღვნილი ბატები, სწორედ მათ გაიგეს გალების ფათური და ყაყანი ატეხეს, რის შედეგადაც [[მარკუს მანლიუსი|მარკუს მანლიუსმა]] გაიღვიძა და ყველას იარაღისკენ მოუწოდა, თვითონ კი გალავანზე ამომძვრალი გალები უფსკრულში გადაყარა. ამრიგად რომაელებმა შეძლეს ამ შემოტევის მოგერიება. მარკუს მანლიუსი კი საგანგებოდ დააჯილდოვეს.
 
==კამილუსის მიერ რომის განთავისუფლება==