გალებთან რომისთვის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40:
 
როდესაც გალებმა გაძარცვეს ქალაქი, მათ დაცარიელებულ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის შემდეგ გალებმა გადაწყვიტეს კაპიტოლიუმის შტურმით აღება. ციხესიმაგრე ძალიან ციცაბო კლდეებზე იყო აშენებული. რომაელებმა საშუალება მისცეს გალებს კლდის ნახევარზე ამოცოცებულიყვნენ და მხოლოდ შემდეგ დაუშინეს ქვები და თვითონაც შეეტაკნენ. ამ შტურმში გალებს ისეთი დანაკარგები ჰქონდათ რომ ციხის ასე აღებაზე უარი თქვეს და ალყა შემოარტყეს.
 
გალების ნაწილი კაპიტოლიუმის ალყით იყო დაკავებული, ხოლო ნაწილი რომის მიდამოებში თარეშობდა საკვების მოსაპოვებლად. ამ მოთარეშეთა რაზმს რომის განდევნილი ყოფილი [[დიქტატორი]]ს [[კამილუსი]]ს მეთაურობით წარმატებით შეებრძოლა [[არდეუმი]]ს ჯარები. ამ ბრძოლის შემდეგ ვეიში თავშეფარებულმა რომიაელებმა კამილუსს სთხოვეს მათი მხედართმთავრობა. კამილუსმა სენატის თანხმობის გარეშე უარი განაცხადა დიქტატორობაზე. თანხმობის მისაღებად კაპიტოლიუმში გაგზავნეს ახალგაზრდა მეომარი, რომელიც ღამით საიდუმლო ბილიკებით შეიპარა ციხესიმაგრეში და ალყაშემორტყმულ სენატს გადასცა რომაელთა მოთხოვნები.
 
სენატში ყველა დათანხმდა რომ ასეთ კრიტიკულ დროს კამილუსსზე უკეთ ვერავინ უხელმძღვანელებდა რომის გაფანტულ ლეგიონებს და იგი დიქტატორად აირჩიეს.
 
==კამილუსის დიქტატორად არჩევა==