საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2008: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
==წინასაარჩევნო გარემო==
არჩევნებში ერთმანეთის ძირითადი კონკურენტები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტის, [[მიხეილ სააკაშვილი]]ს პარტია [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა]] და [[ერთიანი ოპოზიცია|გაერთიანებული ოპოზიცია]] - 9 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება, რომლის პირველი ნომერიც საარჩევნო სიაში იყო [[ლევან გაჩეჩილაძე]]. ეს უკანასკნელი იყო სააკაშვილის ძირითადი კონკურენტი [[2008]] წლის 5 იანვრის არჩევნებში[[საქართველოს პრეზიდენტი|პრეზიდენტობისთვის]] ბრძოლაში.
არჩევნებში მონაწილეობდნენ [[საქართველოს რესპუბლიკური პარტია]] და [[საქართველოს ლეიბორისტული პარტია]], რომლებიც 2007 წლის სექტემბრიდან იყვნენ [[ერთიანი ოპოზიცია|ოპოზიციური გაერთიანების]] წევრები, მაგრამ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა გადაწყვიტეს. არჩევნებში ასევე მონაწილეობდა იმავე წლის თებერვალში დაარსებული პარტია [[ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა]], რომელიც შედგებოდა [[იმედი (ტელეკომპანია)|ტელეკომპანია "იმედის"]] ყოფილი ჟურნალისტებისგან.
2008 წლის აპრილში გამოვლინდა კრიზისი მმართველ პარტიაში. [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ნაციონალური მოძრაობის]] საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ [[საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე|პარლამენტის თავმჯდომარის]], [[ნინო ბურჯანაძე|ნინო ბურჯანაძის]] ფავორიტები. ამ ფაქტის გამო ბურჯანაძემ არ იყარა კენჭი "ნაციონალური მოძრაობის" სიით და დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას.<ref>[http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=34&info_id=18930 ''რკინის ლედი'' მიდის... ჯერ-ჯერობით]</ref>
{{ციტატა|სერიოზული, ხანგრძლივი და არა მარტივი კონსულტაციების მიუხედავად, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში. მე ვცდილობდი, საპარლამენტო სიაში მოხვედრილიყვნენ ახალი ადამიანები, ახალი სახეები, რომლებიც, ჩემი აზრით, ნამდვილად გამოადგებოდნენ ქვეყანას - ნინო ბურჯანაძე}}
მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში პირველი ადგილი დაიკავა [[დავით ბაქრაძე]]მ , რომელიც იმ დროისთვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სპეციალურად მივლენილი 500-ზე მეტი დამკვირვებელი. <ref>[http://www.tagesschau.de/ausland/georgien174.html Wahlbeobachter unter verschärfter Beobachtung]</ref>
== დარღვევები==
|