ესპანეთის მეოთხე რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ესპანეთის მეოთხე რევოლუცია''' - ესპანეთში [[XIX საუკუ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ესპანეთის მეოთხე რევოლუცია''' - [[ესპანეთი|ესპანეთში]] [[XIX საუკუნე]]ში მომხდარი ხუთი დაუმთავრებელი რევოლუციიდან მეოთხე. მიმდინარეობდა [[1854]]-[[1856]] წწ. დაიწყო 1854 წლის 28 ივნისს სამხედრო აჯანყებით. აჯანყებულებმა 7 ივლისს გამოქვეყნეს თავიანთი მოთხოვნები ე. წ. „მანსანარესის მანიფესტი“, რომლითაც მოითხოვდნენ მეფის კამარილიის მოსპობას და დამფუძნებელი კორტესის მოწვევას. აჯანყებას მიემხრო [[მადრიდი]]სა და ესპანეთის სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა. 31 ივლისს დედოფალი [[ისაბელ II]] იძულებული გახდა პრემიერად დაენიშნა [[ესპანეთის მესამე რევოლუცია|მესამე რევოლუციის]] ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ესპანეთის ყოფილი რეგენტი [[ბალდომერო ესპარტერო]], რომელმაც პროგრესისტებისა და მემარჯვენე ლიბერალებისგან შექმნა მთავრობა. ივლისში შექმნილმა ეროვნული მილიციის რაზმებმა მიიღო ლეგალური სტატუსი. [[1854]] წლის 8 ნოემბერს მადრიდში შეიკრიბა ერთპალატიანი დამფუძნებელი კორტესი, რომლის დეპუტატთა უმეტესობა ეკუთვნოდა ლიბერალური კავშირის პარტიას (შეიქმნა 1854 წელს მემარჯვენე ლიბერალებისაგან) სამხედრო მინისტრ ო’დონელის მეთაურობით. კორტესის მემარცხენე ფრთას შეადგენდნენ პროგრესისტები (ესპარტეროს მომხრეები) და დემოკრატ-დესპუბლიკელთა მცირე ჯგუფი. ესპარტეროსა და ო’დონელის პირადი მეტოქეობა გადაიზარდა დიდ პოლიტიკურ კონფლიქტში, რის შედეგადაც რევოლუციის მომხრეები ორად გაიყვნენ: ერთი ითხოვდნენ რევოლუციის გაღრმავებას, მეორენი კი მიღწეულით კმაყოფილნი იყვნენ. [[ლეოპოლდო ო’დონელი]] სარგებლობდა ისაბელ II-ის, სამეფო კარის წრეების და სამღდელოების მხარდაჭერით. [[კატალონია]]ში, [[ვალენსია]]სა და [[ანდალუსია]]ში ძალას იკრებდა რესპუბლიკური მოძრაობა. [[1856]] წელს დაიწყო აგრარული მღელვარებანი ანდალუსიაში, [[ესტრემადურა]]სა და [[ვალიადოლიდი|ვალიადოლიდში]], რითაც ისარგებლა დედოფალმა და გადააყენა ესპარტეროს მთავრობა. მთავრობას სათავეში ჩაუდგა ო’დონელი, რომელმაც დაშალა ეროვნული მილიცია და დამფუძნებელი კორტესი. აღადგინა [[1845]] წლის [[კონსტიტუცია]] და რევოლუციამდე მოქმედი სხვა კანონები.
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
* [[ესპანეთის პირველი რევოლუცია]]
* [[ესპანეთის მეორე რევოლუცია]]
* [[ესპანეთის მესამე რევოლუცია]]
* [[ესპანეთის მეხუთე რევოლუცია]]
 
{{ესპანეთი}}