მარკ შაგალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 16:
მეცენატ [[მაქს ვინავერი]]ს შემწეობით მიღებული მცირეოდენი სტიპენდიით 1910 წლის 10 სექტემბერს შაგალი მატარებლით მიემგზავრება [[პარიზი|პარიზში]], სადაც მოგვიანებით ერთიანდება [[მონპარნასის საზოგადოება]]სთან. იგი იქ მცხოვრები რუსი ხელოვანების, როგორებიც იყვნენ მაგალითად [[ალექსეი ფონ იავლენსკი]], [[ვასილი კანდინსკი]] და [[ჟაკ ლიპხიცი]], დახმარებას იმედოვნებდა. მოპარნასეზე იგი დაუმეგობრდა [[გიიომ აპოლინერი|გიიომ აპოლინერს]], [[რობერ დელონე|რობერ დელონეს]], [[ფერნარ ლეჟე]]ს და სხვებს. ”''მხოლოდ სიშორემ, რომელიც პარიზსა და ჩემს მშობლიურ ქალაქს შორის არსებობს, შემაყოვნა, რომ მაშინვე უკან არ დავბრუნებულიყავი''“, აღნიშნავდა მარკ შაგალი იმ ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთან გამკლავებაც შაგალს თავიდან გაუჭირდა. თუმცა მოგვიანებით შაგალი პარიზს თავის მეორე ვიტებსკს უწოდებდა.
 
შაგალმა თავდაპირველად [[შიშველი ფიგურა|შიშველი ფიგურების]] ხატვით დაიწყო, როგორებიცაა მაგალითად ”ქალის მწოლიარე შიშველი ფიგურა“ (1910) და ”წითელი შიშველი ფიგურა“ (1911). პერიოდულად დადიოდა კერძო აკადემიებში, რათა შიშველი ფიგურების ხატვა შეესწავლა. amasTan, მათ შორის იგი დადიოდა ე.წ. ”მოდერნისტ“ [[ანრი ლე ფოკონიე]]სთან.
 
<blockquote>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარკ_შაგალი“-დან