ხეთური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
 
ხეთურ ადგილებში ნაპოვნ მრავალენოვან ტექსტებში ხეთურ ენაზე დაწერილ ტექსტებს წინ უძღვის ზმნიზედა ნესილი (ან ნასილი, ნისილი), ანუ "ნეშურ (ქანეშურ)" ენაზე დაწერილი". ნეშა ანუ ქანეში იყო მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელიც ხეთური იმპერიის შექმნამდე არსებობდა. ერთ შემთხვევაში წარწერა არის ქანისუმნილი, "ქანეშის ხალხის [ენაზე]".
 
როგორც ამ გვერდის შემკრებმა, მინდა ქართულენოვან მკითხველს გავუზიარო ერთი საინტერესო დამთხვევა: ჩვენ ჩვენს ქალაქებს თანამედროვე ეპოქაში ხშირად ასე ვამოკლებთ: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი: ქ. ანუ ქალაქი. წარმოიდგინეთ, რომ ნეშიც და ქანეშიც შეიძლება ანალოგიურად ერთი და იგივე ქ. ნეში ყოფილიყო! რა თქმა უნდა, ეს ჰიპოთეზა სრულიად დაუსაბუთებელია, მაგრამ დიდ ენთუზიაზმს გამოიწვევს ნებისმიერ ქართველში, რადგანაც საუბრები ქართულ-ხეთურ ნათესაობასა და პარალელებზე უკვე დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს.
 
მიუხედავად იმისა, რომ ხეთების იმპერია შედგებოდა მრავალი სხვადასხვა ეთნიკური და ლინგვისტური წარმოშობის ხალხისაგან, ხეთური ენა გამოიყენებოდა მათი საერო წერილობითი ტექსტების უმრავლესობაში. მიუხედავად ამ ტერმინის მიზანშეწონილობის შესახებ არსებული მრავალი საკამათო არგუმენტისა და კონტრარგუმენტისა, "ხეთური" რჩება ყველაზე ხშირად ხმარებულ ტერმინად ამ მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავტორი გვირჩევს ნესიტურის ხმარებას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხეთური_ენა“-დან