ფესახი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46:
* მესამე მოსაზრებით, '''ფესახ''' აღნიშნავს ''ბატკანს, კრავს''. აქედან მომდინაერობს ფრაზა ''კორბან ფსახ'' ([[ივრითი]]: "ზვარაკი" קרבן), რაც ქართულად საზვარაკე კრავს ნიშნავს. 10 ნისანს შეირჩევა საზვარაკე კრავი, 14-15 ნისანის საღამოებს შორის პერიოდში დაიკვლება, შეიწვება და 15 ნისანს დაისის შემდეგ ფესახის წეს-განრიგის მიხედვით მიირთმევა. საზვარაკე კრავი - კორბან ფსახ, უფუარი პურის ხმიადი - [[მაცა]] და მწარე მწვანილი - მარორ სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი და პირდაპირი სიმბოლოებია.<br />
ფესახის წეს-განრიგით საზვარაკე კრავი უნდა მიეტანათ [[კარავი (იუდაიზმი)|კარავში]], მოგვიანებით კი [[იერუსალიმის ტაძარი|იერუსალიმის ტაძარში]]. საზვარაკე კრავი მოიხსენიება 14 ნისანის დილის ლოცვისა და ღვთისმსახურების დროს. ვინაიდან ფესახის კრავი წმინდა შესაწირია, მისი კერძით არ შეიძლება გაუმასპინძლდნენ იუდაიზმის უმეცარ და უწმინდურ ადამიანებს, განდგომილებს, მსახურებსა და წინადაუცვეთელებს<ref>გამოსვლა 12:43-48.</ref>.
 
 
== კავშირი ახალ აღთქმასთან ==
ფესახის ანუ პასექის დღესასწაულზე იესო ქრისტე გაემართა იერუსალიმში, ისე როგორც უფლის მერ დადგენილი წესი მოითხოვდა. იერუსალიმელები მას პალმის რტოებით მიეგებენ. დღესასწაულის დღეებში აღსრულდა წინასწარმეტყველება, ძე ღვთისა გასცეს, შეიპყრეს, განსაჯეს, ჯვარს აცვეს, ხოლო სამი დღის შემდეგ იგი მკვდრეთით აღედგინა. [[ბზობა]], [[ვნების კვირა]] და ბრწყინვალე ქრისტიანული დღესასწაული [[აღდგომა]] კალენდარულად დაკავშირებულია ფესახის დღესასწაულთან. მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება აღდგომას აღნიშნავს ფესახის დღესასწაულის შემდეგ. სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი შემადგენელია აფუებული ნამცხვარი ”სააღდგომო პასქა”. სააღდგომოდ შეწირული კრავი სიმბოლოა იმ მსხვერპლისა, რაც გაიღო იესო ქრისტემ.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფესახი“-დან