სოფიის მეტროპოლიტენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
== ისტორია ==
მიწისქვეშა ტრანსპორტის გეგმა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შეიქმნა, თუმცა, ოფიციალურად 1990-იან წლებამდე არ გახმოვანებულა, რადგან, ქალაქი მეტროს დაუყოვნებელი აშენების აუცილებლობას არ განიცდიდა. მეორე ფაქტორად სამშენებლო სამუშაოების სირთულე შეიძლება ჩაითვალოს; სოფია [[ევროპა|ევროპის]] ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და [[თრაკია|თრაკიული]] თუ [[რომის იმპერია|რომაული]] კულტურის არაერთი ძეგლია მიწისქვეშ მოყოლილი.
 
მეტროპოლიტენის აგება იმ ადგილებიდან დაიწყეს, სადაც პიკის საათში ხალხმრავლობა იყო. ქალაქის გარკვეულ ნაწილში მგზავრთა სიჭარბე საათში 40 000-ს აღემატებოდა.
 
სოფიის მეტროპოლიტენი 1998 წლის 28 იანვარს გაიხსნა, მშენებლობის დაწყებიდან თითქმის 18 წლის შემდეგ. პირველი რადიუსის პირველი რიგი 1979 წელს დაიწყო სადგურების - ''ვარდარისა'' და ''ლიულინის'' მშენებლობით, ხოლო პირველი გვირაბები და პირველი ორი სადგური აღიჭურვა 1982 წელს ეროვნული კულტურის სასახლის მშენებლობისას. გახსნის დროს ხაზი მხოლოდ ხუთი სადგურისგან შედგებოდა და 6,5 კმ სიგრძე ჰქონდა. 1999 და 2000 წლებში ხაზი თითო სადგურით დაგრძელდა აღმოსავლეთით. 2003 წელს კი ჩრდილოეთის მიმართულებით დაემატა კიდევ ერთი სადგური ''ობელია'', რომელიც თავის მხრივ, ერთადერთი მიწისზედა სადგურია სოფიის მეტროპოლიტენში.
 
== უახლოესი პერსპექტივები ==