The Beatles: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fo:The Beatles
ხაზი 122:
იმავე წლის 25 ივნისს ბითლზი იქცა პირველ ჯგუფად, რომლიც კონცერტიც მსოფლიო მასშტაბით გადაიცემოდა ტელეეთერში, დაახლოებით 400 მილიონი ადამიანისათვის. კოლექტივი მოხვდა გადაცემაში ''[[ჩვენი სამყარო]]'' და შეასრულა "[[All You Need Is Love]]" - სიმღერა, რომელიც მოგვიანებით ნამდვილ ჰიმნად იქცა.
 
ბევრი პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ეპსტაინი ნარკოტიკების ზედმეტი მიღების შედეგად გარდაიცვალა, 1967 წლის 27 აგვისტოს, 32 წლის ასაკში. წლის ბოლოს ბრიტანეთის პრესაში გამოქვეყნდა ერთ-ერთი ნეგატიური კრიტიკული სტატია, რომელიც ეხებოდა მათ სიურეალისტურ ფილმს ''[[Magicalჯადოსნური Mysteryიდუმალი Tour (ფილმი)|Magical Mystery Tourმოგზაურობა]]''. მისი დაწერის საბაბი ასევე ის იყო, რომ ფილმი ფერადი იყო, იმ პერიოდში კი ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობას შავ-თეთრი ტელევიზორები ჰქონდა. ბრიტანეთში ამავე დროს გამოიცა ალბომი [[Magical Mystery Tour (ალბომი)|Magical Mystery Tour]], რომელშიც შეტანილი იყო სიმღერები ფილმიდან. [[აშშ]]-ში გამოვიდა მისი უფრო ვრცელი ვარიანტი, რომლის მეორე ფირფიტაზეც შეტანილი იყო სტუდიური სესიების დროს ჩაწერილი სხვა სიმღერებიც. მოგვიანებით ეს ვარიანტი ბრიტანეთშიც გამოვიდა.
 
ამ პერიოდში ჯგუფი დაინტერესდა [[მაჰარიში მაჰეშ იოგი]]ს ლექციებით და 1968 წლის ნაწილი გაატარა [[ინდოეთი|ინდოეთში]], მისი ლექციების მოსმენაში. დაბრუნებისას ლენონი და მაკარტნი ჩავიდნენ ნიუ იორკში და ჩამოაყალიბეს კომპანია [[ეპლ კორპსი]]. 1968 წლის შუა თვეებში ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში და ჩაწერა უცნაური დისკი ''[[The Beatles (ალბომიWhite Album)|The Beatles]]'', იგივე ''თეთრი ალბომი''. ამ სესიების პერიოდში ჯგუფის გზები პრაქტიკულად გაიყო და რინგო სტარმა დროებით დატოვა კოლექტივი. მაკარტნიმ თავად ჩაწერა დასარტყამი პარტიები სიმღერებში "[[Martha My Dear]]", "[[Wild Honey Pie]]", "[[Dear Prudence]]" და "[[Back in the USSR]]". ამასთან, დაძაბულობა წარმოშვა სტუდიაში ლენონის შეყვარებულის, [[იოკო ონო]]ს გამოჩენამაც, რომელიც მასთან გამუდმებით იმყოფებოდა. მეორე მხრივ, მაკარტნის დომინირება ამ ჩაწერების დროს აშკარა იყო და ლენონის უკმაყოფილებას იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ ალბომში მისი საკუთარი კომპოზიციებიც მოხვდა.
 
ეპსტაინის გარდაცვალების შემდეგ მაკარტნი ჯგუფის მენეჯერად ხედავდა ლი ისტმენს, მისი მეგობარი გოგონას, [[ლინდა ისტმენი]]ს მამას, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი - ნიუ იორკელ მენეჯერს ალენ კლაინს. წარსულში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო, მაგრამ ამჯერად ლენონი, ჰარისონი და სტარი თვლიდნენ, რომ ისტმენის გამოჩენა გადაწონიდა ყველაფერს მაკარტნის მხარეს. მაგრამ 1971 წელს აღმოჩნდა, რომ კლაინი, ჯგუფის მენეჯერი, იპარავდა ბითლზის ფულს და საერთო ჯამში მიითვისა 5 მილიონი ფუნტი. წლების შემდეგ, დოკუმენტურ ფილმში ''Anthology'' მაკარტნიმ გამოხატა საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე: "ვიხსენებ და არ მესმის, რატომ თვლიდნენ, რომ ლი ისტმენი ჩემს მხარეზე და მათ წინააღმდეგ იქნებოდა".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/The_Beatles“-დან