[[File:Shaddadid.gif|thumb|250 px|შედადიდთა ტერიტორიები XI-XII საუკუნეებში]]'''შედადიანებიშედადიდები''', [[ქურთები|ქურთული]] წარმოშობის ფეოდალური დინასტია [[არანი|არანსა]] და [[სომხეთი|სომხეთში]] (დაახლოებით 951-1199). დააარსა [[მუჰამად იბნ შედადი|მუჰამად იბნ შედადმა]], რომელიც [[დვინი|დვინში]] გაბატონდა. [[განძა]]ში შედადიანების ძირითადი შტო მართავდა ქვეყანას X საუკუნის 70-იანი წლებიდან [[1075]] წლამდე, ვიდრე [[სელჩუკები]] დაიპყრობდნენ. [[1199]] წელს [[ანისი]]ს [[საქართველო]]სთან შეერთების შემდეგ, შედადიანების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.