მხარგრძელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
ხაზი 1:
'''მხარგრძელები''', დიდებულ ფეოდალთა საგვარეულო XII—XIV საუკუნეების[[ საქართველო]]ში. მათი აღზევება დაიწყო [[გიორგი III]]-ის კარზე [[დემნა უფლისწული|დემნა უფლისწულის]] ამბოხების ([[1177]]) შემდეგ. განსაკუთრებით გაძლიერდნენ მხარგრძელები [[თამარი]]ს და მისი მემკვიდრეების [[გიორგი IV ლაშა|ლაშა გიორგისა]] და [[რუსუდანი]]ს დროს. სამეფო კარზე არსებული 6 უხუცეს-[[ვაზირი]]ს „ჴელიდან“ — [[ამირსპასალარი]]სა, [[მანდატურთუხუცესი]]სა, [[ათაბაგი]]სა და [[მსახურთუხუცესი]]სა — მხარგრძელებსა და მათ საგვარეულო განშტოებათა წარმომადგენლებს ეპყრათ.
 
==საგვარეულო ისტორია==
მხარგრძელები მსხვილი მემამულეები იყვნენ. მათ მამულს შეადგენდა ქვემო ქართლისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველოს ნაწილი ([[ლორე]]-[[ტაშირი]], [[გაგი]], [[თმოგვი]], [[კაენი]], [[შამქორი]]), აგრეთვე შემოერთებული სომხეთის თემების მნიშვნელოვანი ნაწილი ([[ანისი]], [[დვინი]], [[ბიჯნისი]], [[გელაქუნი]], ტავუში, ტერუნაკანი, ერგევანქი, [[მაწნაბერდი]], ნორბერდი, ანბერდი, გეტაბაკქი, ჩარექი, ქარჰერძი და სხვა). აქედან მხარგრძელების უფროს შტოს (ზაქარიას სახლს) ეკუთვნოდა: ქართლში — ლორე-ტაშირი, სომხეთში შირაკი, აირარატი, სივნიეთი, არცახი, უტიქი, გელაქუნი; უმცროს შტოს (ივანეს სახლს) — ქვემო ქართლის ნაწილი, სომხეთში ვასპურაკანის[[ვასპურაკანი]]ს ნაწილი (დვინის მხარე); გაგელ-მხარგრძელები ფლობდნენ: ქვემო ქართლში გაგის მხარეს, შამქორს (განძამდე) და მათ მიმდებარე სომხეთის მიწებს; თმოგველ-მხარგრძელები — ჯავახეთში თმოგვის მხარეს. ივანეს სახლის მამულის ნაწილს XIII საუკუნის შუა წლებში, ავაგის გარდაცვალების (1250) შემდეგ, დაეუფლა შანშეს სახლი, რადგანაც ავაგს ვაჟი არ დარჩა.
 
გარდა სამემკვიდრეო მამულებისა, მხარგრძელებს ჰქონდათ აგრეთვე მეფის მიერ საკარგავად (ე. ი. სამსახურის პირობით, პირად მფლობელობაში) მიცემული მიწები, მაგ. ზაქარიას თამარ მეფემ საკარგავად უბოძა სახელმწიფო ქალაქი რუსთავი.
Line 7 ⟶ 8:
მხარგრძელებთა საგვარეულო მონასტრები იყო [[ახპატი]] (პღნძჰანქი), სანაინი, ქობერი, ჰნევანქი, კოში და სხვა.
 
ქართულ ისტოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება ([[ნიკოლოზ ბერძენიშვილი]]), რომ შემოერთებულ სომხურ თემებს მხარგრძელები განაგებდნენ როგორც [[ერისთავთერისთავი|ერისთავთერისთავები]], წყაროებით არ დასტურდება. ასე არ დასტურდება სომხურ ისტოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება რომ თითქოს XII—XIII საუკუნეების მიჯნაზე ისტორიულ სომხეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში საქართველოს მფარველობის ქვეშ ჩამოყალიბდა ვასალური სომხეთის ავტონომიური სახელმწიფო, რომლის მთავრები იყვნენ [[ზაქარიდები]] [ლ. ბაბაიანი, ჰ. არუთინიანი, ჰ. სამველიანი, ლეო (ა. ბაბახანიანი) და სხვები], რომ „მხარგრძელე“ იყო მხოლოდ თამარის ამირსპასალარის — სარგისის ზედწოდება და არა გვარი და რომ ამ საგვერეულოს ეწოდება არა მხარგრძელები, არამედ — „ზაქარიდები“ (ა. შაჰნაზარიანი, ს. ერემიანი და სხვები) . არ არის აგრეთვე მართებული ამ გვარსახელის თარგმნა რუსულად, ან სომხურად ([[რუს.]] დოლგორუკი, [[სომხ.]] ერკაჲნაბაზუკი). მხარგრძელები გვარი იყო და ასე იწოდებოდა ამ საგვარეულოს ყველა წარმომადგენელი (მოყოლებული ზაქარია ამირსპასალარის პაპიდან — [[ზაქარია I]]-იდან) XII—XIV საუკუნეებში როგორც ქართული, ისე სომხურ წყაროებში.{{ფაქტი}}
 
==წარმომავლობა==
XII საუკუნის ბოლოდან მხარგრძელები გვარით (მხარგრძელი), ენით, კულტურით, დამწერლობით, სარწმუნოებით [[ქართველები]] არიან. მათი წინაპრები კი ქართველები და ამიერკავკასიის მკვიდრნი არ ყოფილან.
 
Line 15 ⟶ 17:
ქართველ, სომეხ და უცხოელ მკვლევართა დიდი ნაწილი იზიარებს კირაკოსისა და და ვარდანის ცნობას მხარგრძელებთა ქურთული წარმომავლობის შესახებ (მ. ბროსე, ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ა. ერიცოვი, ე. ლალაიანი, რ. აჭარიანი, ჰ. მანანდიანი, ი. ორბელი, ვ. ალენი, ვ. მინორსკი და სხვები). არ ჩანს მართებული ზოგიერთი მკვლევრის თვალსაზრისი, მხარგრძელებთა წინაპრების ქართული წარმომავლობისა და „ქურთ-ის“ ქართველად გააზრების შესახებ (ს. კაკაბაძე, ი. ცინცაძე, ა. ბაქრაძე); არც თორელთა საგვარეულოსთან (ს. კაკაბაძე), ორბელიანებთან (მ. ორმანიანი), ან ბაგრატიონებთან (კარაპეტ ეპისკოპოსი — ტერ-მკრტიჩიანი) მათი დაკავშირების ცდა. ასე არ არის დასაბუთებული მოსაზრება მხარგრძელებთა არშაკიდებ-ფალავუნეებისაგან წარმომავლობის შესახებ (კ. თუმანოვი).
 
თავიანთი პირველსაცხოვრისიდან (ბაბილონის ქვეყნიდან) მხარგრძელებთა წინაპრები XI საუკუნის 50-660-იან წლებში გადასახლებულან ძორაგეტის სომხეთის სამეფოში (ქვემო ქართლში). გადასახლების მიზეზი, ზაქარია სარკავაგისა და იოანე ბაგრატიონის ცნობით, ყოფილა მათი გაქრისტიანება და ამ ნიადაგზე სარწმუნეობრივი დევნა. საქართველოში მხარგრძელები აღმოჩნდნენ ტაშირ-ძორაგეტის სომხეთის სამეფოს საბოლოო გაუქმების შემდეგ (დავით აღმაშენებლის დროს, XII საუკუნეში).
 
ქართულ და სომხურ წყაროებში მოხენიებულ მხარგრძელებთა შორის პირველია ხოსრო, მისი შვილები იყვნენ ავაგ-სარგისი და ქარიმი; ავაგ-სარგისის შვილი იყო ზაქარია I, თამარის ამირსპასალარის — სარგისის მამა. XII საუკუნის ბოლოს მხარგრძელებს გამოეყო 2 საგვარეულო განშტოება: [[გაგელები]] და [[თმოგველები]].
Line 21 ⟶ 23:
მხარგრძელებთა ძირითადი შტოც ორად გაიყო: სარგის ამირსპასალარის ვაჟების ზაქარიასა (თამარის ამირსპასალარი) და ივანე ათაბაგის სახლებად.
 
==კონფესია==
კონფესიურად მხარგრძელები თავდაპირველად მონოფიზიტობის აღმსარებლები იყვნენ (როგორც ჩანს, მათი ტაშირ-ძორაგეტში დამკვიდრების შედეგად), ხოლო შემდეგ მიიღეს დიოფიზიტობა (გაგელ-მხარგრძელები და თმოგველ-მხარგრძელები თავიდანვე დიოფიზიტები იყვნენ). ივანე მხარგრძელმა XII საუკუნის ბოლოს მიიღო დიოფიზიტობა, ხოლო ზაქარიას სახლში ზაქარია იყო მონოფიზიტობის უკანასკნელი აღმსარებელი; მისი შთამომავლობა დიოფიზიტობას აღიარებდა.
 
==გავლენა==
მხარგრძელებთა სახლი სამამულე და სამოხელეო ნიადაგზე მეტოქეობას უწევდა სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალურ სახლებს: ორბელიანებს, თორელებს, ჯაყელებს, მანკაბერდელებს. გიორგი III-ის დროს, დემნა უფლისწულის აჯანყების შემდეგ, ორბელიანები დაისაჯნენ და მხარგრძელები დაეუფლნენ როგორც მათ მამულს, ისე სახელოებს (ამირსპასალარობა, მანდატურთუხუცესობა). XIII საუკუნეში ამნისტირების შემდეგ, ორბელებმა ნაწილობრივ და დროებით აღიდგინეს თავიანთი მდგომარეობა და შეავიწროვეს მხარგრძელები საბოლოოდ ამ მეტოქეობაში გაიმარჯვა ჯაყელთა სახლმა, რომელმაც განდევნა სამხრეთ საქართველოდან მხარგრძელები (მათი განშტოება — თმოგველებიც), თორელები (მათი განშტოება ახალციხელებიც), ორბელები, მანკაბერდელები და შექმნა აქ თავისი დიდი სამთავრო — სამცხე-საათაბაგო. XIV საუკუნის შემდეგ მხარგრძელები წყაროებში აღარ იხსენიებიან.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მხარგრძელები“-დან