ბარდა (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
დღევანდელი ბარდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ისტორიული ბარდავის ნანგრევებია. როგორც ჩანს, ქალაქი აქ უკვე IV საუკუნეში არსებობდა. V საუკუნეში ბარდავი [[ალბანეთი (კავკასიისა)|ალბანეთის]] მეფეების და ალბანეთის ქრისტიანული ეკლესიის სატახტო ქალაქი იყო, ისევე როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრი. VIII საუკუნის დასაწყისში [[არაბები|არაბებმა]] დაიპყრეს. ქალაქი საქარავნო გზების შესაყარზე მდებარეობდა და მსხვილი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო. X საუკუნეში [[სალარიდები|სალარიდებს]] ემორჩილებოდა, იმავე საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსულმა რუსებმა დაიკავეს. 1192-1193 წლებში ქართველთა ჯარმა დალაშქრა. შემდგომ საუკუნეებში განუწყვეტელი ომების შედეგად ქალაქი დაკნინდა. XVIII საუკუნის I ნახევარში თათარ-მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ ბარდავი სოფლად გადაიქცა. ბარდავში შემონახულია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი - მავზოლეუმი (1322, ხუროთმოძღვარი აჰმედ ეიუბ ალ-ჰაფიზ-ოღლუ). მდიდრულად შემკული ორპორტალიანი, აგურით ნაგები ცილინდრული ფორმის კოშკი მოპირკეთებულია უბრალო და მოჭიქული აგურით. იქვე ახლოს მეორე, ე. წ. ახსადანბაბას (XIV ს.) მავზოლეუმის ნანგრევებია (როგორც ჩანს, აგებულია იმავე ხუროთმოძღვრის მიერ), შემორჩენილია აგრეთვე იმამ-ზადეს მავზოლეუმ-მეჩეთი (XVII-XIX საუკუნეები).
 
{{თარგი:ესკიზი-აზერბაიჯანი}}
[[კატეგორია:აზერბაიჯანის ქალაქები]]
[[კატეგორია:ისტორიული ქალაქები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარდა_(ქალაქი)“-დან