აგლუტინაციური ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მორფოლოგიური ტიპოლოგიის მიხედვით ...
(განსხვავება არ არის)

14:41, 22 აგვისტო 2008-ის ვერსია

მორფოლოგიური ტიპოლოგიის მიხედვით აგლუტინაციურია ენა, რომელშიც ყოველი გრამატიკული მნიშვნელობა ერთი ფონეტიკური ფორმით გამოიხატება, მორფემები ფუძის შემდეგ ერთიმეორის გვერდითაა განლაგებული და სიტყვა ადვილად იშლება შემადგენელ ნაწილებად. ენათა ეს ტიპი სინთეზურ ენებს განეკუთვნება.

ტერმინი აგლუტინაციური ენა 1836 წელს შემოიტანა გერმანელმა ენათმეცნიერმა ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტმა. იგი შედგება ლათინური ზმნისაგან agglutinare, რომელიც ნიშნავს "შეწებებას".

აგლუტინაციური ენების კლასიკურ მაგალითს თურქული წარმოადგენს, რომელშიც ერთი სიტყვის ფარგლებში მრავალი მორფემის თავმოყრაა შესაძლებელი. ამავე ტიპს ეკუთვნის კორეული, იაპონური, ქართული, ესპერანტო.