მევენახეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადამისამართება ამპელოგრაფია-ზე
 
No edit summary
ხაზი 1:
'''მევენახეობა''':
#REDIRECT [[ამპელოგრაფია]]
* სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა [[ვაზი]]ს მოვლა-მოყბანა. მევენახეობის პროდუქცია გამოყენების მიხედვით იყოფა 4 საწარმოო მიმართულებით:
**სუფრის ყურძნის წარმოება;
**საქიშმიშე ყურძნის წარმოება;
**მევენახეობა სხვადასხვა ტიპის ღვინის, კონიაკისა და შამპანურის წარმოებისათვის;
**საკონსერვო ნედლეულის ბაზა ყურძნის წვენის, ბადაგის, კომპოტის, მურაბის, მარინადისა და სხვა უალკოჰოლო პროდუქტების წამოებისათვის.
 
მევენახეობა უძველესი დარგია. კულტურული მევენახეობის საწყისი ენეოლითურ და ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. ამიერკავკასიის, შუა და წინა აზიის მოსაზღვრე რაიონებში მევენახეობა ცნობილი იყო ძვ. წ. რამდენიმე ათასეული წლის წინათ. საქართველო მევენახეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის გაშენება-მოვლის წესები ცნობილი იყო ძვ. წ. 3200-33 წლის წინათ. ადგილობრივი მევენახეობის სიძველეზე მიუთითებს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, წერილობითი წყაროები, მდიდარი ხალხური ტერმინოლოგია და სხვა. განათხარი მასალა მოწმობს, რომ II ათასწლეული ბოლოს მევენახეობა საქართველოში უკვე საკმაოდ დაწინაურებული იყო. ამას ადასტურებს კახეთში აღმოჩენილი ვაზის ნამგლისებრი სასხლავი, რომელიც ბრინჯაოსაგან იყო დამზადებული. სოფ. ნინოწმინდის სამაროვანზე ნაპოვნი წიპწეპი, რაც რქაწითელისა და მწვანე ვაზის ჯიშის არსებობაზე მიუთითებს და სხვა.
 
1980-თვის მსოფლიოში ვენახების ფართობი 10,0 მლნ. ჰა აღწევდა, აქედან (ათ. ჰა-ობით): ევროპაში - 7200, აზიაში - 1300, აფრიკაში -500, ამერიკაში - 900, ავსტრალიაში - 100. მევენახეობის ძირითადი ქვეყნებია: ესპანეთი (1600 ათ, ჰა), იტალია (1400 ათ. ჰა), საფრანგეთი (1320 ათ. ჰა) და ყოფილი სსრკ (1360 ათ. ჰა).
 
ამჟამად მსოფლიოში 4 ათასამდე ვაზის ჯიშია, მათ შორის 500-მდე - ქართული. საქართველოს ვაზის სტანდარტულ სორტიმენტში შეტანილია 41 ჯიში, აქედან 27 ტექნიკური (საღვინე) ჯიშია, 14 - სუფრისა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მევენახეობა“-დან