ამიერკავკასიის სეიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 87:
 
20 თებერვალს სხდომა დღის 1 საათზე გაიხსნა. სიტყვით გამოვიდნენ არზუმოვი და რამიშვილი. დასასრულ სხდომა დაიხურა<ref>[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/18974/1/Ertoba_1918_N43.pdf გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 22 თებერვალი]</ref>.
 
22 თებერვალს სხდომა დღის 1 საათზე გაიხსნა. კენჭის ყრის შედეგად მდივნად არჩეულ იქნა კანტემიროვი. აირჩიეს კომისიები. სიტყვით გამოსული იყო ნ. რამიშვილი<ref>[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/18978/1/Ertoba_1918_N45.pdf გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 24 თებერვალი]</ref>. სესიაზე დაისვა საკითხი ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყდა შექმნილიყო სპეციალური კომისია. სხდომა დაიხურა<ref>[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/18980/1/Ertoba_1918_N46.pdf გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 25 თებერვალი]</ref>.
 
ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო ოსმალეთის წინადადება ზავის ჩამოგდების შესახებ<ref>[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/18981/1/Ertoba_1918_N47.pdf გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 27 თებერვალი]</ref>.
 
ამიერკავკასიის სეიმის [[22 აპრილი]]ს სხდომაზე გამოცხადდა [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის]] დამოუკიდებლობა და ჩამოაყალიბა სამთავრობო კაბინეტი [[აკაკი ჩხენკელი]]ს მეთაურობით. 1918 წლის 26 მაისს სეიმმა თვითლიკვიდაცია და [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ადფრ]]-ის ლიკვიდაცია გამოაცხადა.