ლადო გუდიაშვილის ქუჩა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 22:
1841 წლის შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ატამანის ქუჩა — [[მიხეილ ლორის-მელიქოვი]]ს თერგის ოლქის ატამანად ყოფნის აღსანიშნავად. 1877 წელს ქუჩას დაერქვა ლორის-მელიქოვის სახელი. ასევეა დატანილი თბილისის 1900 წლის გეგმაზეც. 1922 წელს [[ვლადიმერ კეცხოველი|ვლადიმერ (ლადო) კეცხოველი]]ს სახელი დაარქვეს. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა [[ლადო გუდიაშვილი]] და 1992 წელს ქუჩას მისი სახელი ეწოდა.
 
ქუჩაზე არის [[ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი|შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი]] (ყოფილი სასულიერო სემინარია. XIX საუკუნის 30-იანი წლები, არქიტექტორი ჯ. ბერნარდაცი), [[საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა|საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის]] კორპუსები [ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი (1916, არქიტექტურა [[ანატოლი კალგინი|ა. კალგინი]], მხატვარი [[ჰენრიკ ჰრინევსკი|ჰ. ჰრინევსკი]]) და ყოფილი ვოლგა-კამის საზოგადოების ბანკი (19185)], [[ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი |ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი]] (№11). შემონახულის XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები, მათ შორის მუხრანბატონის ყოფილი სახლი (№9, არქიტექტორი კ. ტატიშჩევი). ქუჩაზე გამოდის [[სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი|სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის]] ადმინისტრაციული კორპუსი. ქუჩის ბოლოს, [[9 აპრილის ბაღი|ცხრა აპრილის სახელობის ბაღში]], დგას ლადო გუდიაშვილის ძეგლი (მოქანდაკე [[დიმიტრი მიქატაძე]], არქიტექტორი რ. ბერიძე). აქვს I შესახვევი (ყოფილი ლ. კეცხოველის შესახვევი).
 
გათვალისწინებულია ლადო გუდიაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია. პროექტის თანახმად იგი უნდა გახდეს ხიდი თბილისის ისტორიული ნაწილსა და ქალაქის თანამედროვე ცენტრს შორის, გადაიქცეს კულტურის ცენტრად და სამუზეუმო, ფეხით მოსიარულეთა ქუჩად.