ლადო ალექსი-მესხიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: მრავალმნიშვნელოვანი ბმულები
No edit summary
ხაზი 25:
სწავლობდა თბილისის ერთ-ერთ კერძო პანსიონში, შემდეგ [[მოსკოვის უნივერსიტეტი]]ს სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. აქ სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. [[1881|1881 წელს]] შევიდა თბილისის ქართულ დრამატულ დასში. [[1887]]–[[1890]] წლებში კი რუსულ სცენაზე გამოდიოდა. [[1890]]–[[1896]] ხელმძღვანელობდა თბილისის, [[1897]]–[[1906]] — ქუთაისის დრამატულ დასებს. [[1905|1905 წელს]] ალექსი-მესხიშვილი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე, მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. ტირანიისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც: [[ ვინჩენცო მონტი| ვინჩენცო მონტის]] „გაიუს გრაკქუსი“ და [[გერჰარტ ჰაუპტმანი|გერჰარტ ჰაუპტმანი]]ს „ფეიქრები“, რომლებშიც ალექსი-მესხიშვილი თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს. 1906–1910, 1915–1920 ლადო ალექსი-მესხიშვილი [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]] მოღვაწეობდა (1907 მოსკოვის სამხატვრო თეატრში).
 
[[1910]]–[[1914]] იგი სათავეში ედგა თბილისის, [[1914]]–[[1915]] — [[მესხიშვილის თეატრი|ქუთაისის თეატრებს]]. 1913 წელს აღინიშნა მისი სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილე. ალექსი-მესხიშვილის გმირები ებრძოდნენ უსამართლობას, ექომაგებოდნენ ჩაგრულებს, იღვწოდნენ კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის. ამ გმირებს იგი წარმოსახავდა რომანტიკული მგზნებარებით, პოეტური აღმაფრენით. მისი უმნიშვნელოვანესი როლებია: ლევან ხიმშიაშვილი ([[გიორგი ერისთავი]]ს „სამშობლო“), გაიოზ ფარავა ([[ვალერიან გუნია]]ს „და-ძმა“), სულეიმანი ([[ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი]]ს „ღალატი“), ჰამლეტი ([[უილიამ შექსპირი]]ს „ჰამლეტი“), ურიელ აკოსტა ([[კარლ გუცკოვი]]ს „ურიელ აკოსტა“), კეისარი (უილიამ შექსპირის „იულიუს კეისარი“), ფრანც და კარლ მოორები ([[ფრიდრიხ შილერი|ფრიდრიხ შილერი]]ს „ყაჩაღები“), რუი ბლაზი ([[ვიქტორ ჰიუგო| ვიქტორ ჰიუგო]]ს „რუი ბლაზი“).
 
საინტერესოა ალექსი-მესხიშვილის მიერ შექმნილი კომედიური და სახასიათო სახეებიც: რასპლუევი ([[ალექსანდრე სუხოვო-კობილინი|ალექსანდრე სუხოვო-კობილინი]]ს „კრეჩინსკის ქორწინება“), გოროდნიჩი ([[ნიკოლოზ გოგოლი|ნიკოლოზ გოგოლი]]ს „რევიზორი“) და სხვა. დადგმული აქვს 100-ზე მეტი პიესა, ქართული სცენის მრავალი ოსტატი გამოზარდა. ალექსი-მესხიშვილმა ქართული სცენისათვის არაერთი დრამატული ნაწარმოები თარგმნა. [[1916]]–[[1918]] წლებში რუსეთში ყოფნის დროს გადაიღეს კინოფილმებში „მამები და შვილები“, „შურისძიების ღმერთი“ და სხვა.
ხაზი 35:
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|302|}}
*{{წიგნი|ავტორი=გოგიტიძე გ.|სათაური= „ქართული კინოს წარსულიდან“|გამომცემლობა=საგა|წელი=2013 |isbn=978-9941-0-5910-0|გვერდები=161-170}}
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 36, თბ., 1994
* ''ბურთიკაშვილი ა.,'' ლადო მესხიშვილი, თბ., 1962
*''ზურაბიშვილი ი.,'' ოთხი პორტრეტი, თბ., 1949
*''ნარიმანოვი ზ.,'' ორი სეზონი მესხიშვილთან, თბ., 1957
*''ფაღავა ა.,'' ლადო მესხიშვილი, თბ., 1957
*''ზურაბიშვილი ი.,'' ოთხი პორტრეტი, თბ., 1949
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 36, თბ., 1994
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://burusi.wordpress.com/cinema/lado-mesxishvili/ ლადო ალექსი-მესხიშვილი]
{{nplg ბიოგრაფია|00005135}}
* [http://burusi.wordpress.com/cinema/lado-mesxishvili/ ლადო ალექსი-მესხიშვილი]
 
{{DEFAULTSORT:ალექსი-მესხიშვილი, ვლადიმერ (ლადო)}}