ანადირი (მდინარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
// რედაქტირება Wikiplus-ით
 
ხაზი 46:
|Commons = Anadyr River
}}
'''ანადირი'''<ref>{{ორთოგრაფიული ლექსიკონი|საბჭოთა კავშირის|20}}</ref> ({{lang-ru|Анадырь}}) — მდინარე [[რუსეთი|რუსეთში]], [[ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი|ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში]]. სიგრძე 1150 კმ, აუზის ფართობი 191 ათ. კმ². სათავეს იღებს [[ანადირის ზეგანი|ანადირის ზეგნის]] ცენტრალურ ნაწილში, მიედინება [[ანადირის დაბლობი|ანადირის დაბლობზე]], რამდენიმეჯერ იცვლის მიმართულებას და გვერდს უვლის ქედებს; ჩაედინება [[ანადირის ყურე|ანადირის ყურის]] ომენენის ყურეში ([[ბერინგის ზღვა]]). ზემო წელზე ხეობა ვიწროა; შუა და ქვემო წელზე კალაპოტი იყოფა, წარმოქმნის ტოტებისა და ფშანების რთულ სისტემას (შესართავში სიგანე 6–7 კმ-ია). ძირითადი შენაკადებია: იაბლონი, ეროპოლი, მაინი (მარჯვენა); ჩინეივეემი, ბელაია, [[ტანიურერი]] (მარცხენა). იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქვემო წელზე 1680 მ³/წმ-ია. იყინება ოქტომბერში (ზემო წელზე ხშირად სექტემბერში), ლღვება მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში. აუზში 23,5 ათასზე მეტი ტბაა საერთო ფართობით 3231 კმ²; მოიპოვებენ [[ნახშირი (წიაღისეული)|ნახშირს]]. მცირე ზომის გემებისთვის სანაოსნოა სოფელ მარკოვოდან (570 კმ), წყალდიდობის დროს – უფრო ზემომდეც. ქვემო წელზე მისდევენ თევზაობას.<ref name="დრე">{{დრე წიგნი |სათაური=Анадырь |ტომი=1 |გვ=649 |id=1819781}}</ref>
 
== სქოლიო ==