ჰილდერიხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
// რედაქტირება Wikiplus-ით
 
ხაზი 31:
ჰილდერიხი, სავარაუდოდ მისი აღზრდის გამო, ცდილობდა თავისი გავლენა გაეზარდა [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] სამეფო კართან მჭიდრო კავშირის მეშვეობითა და [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკურ ეკლესიასთან]] დათმობებით. ჯერ კიდევ ტახტზე ასვლამდე მან გადასახლებიდან დააბრუნა ეპისკოპოსები და ვაკანტური ადგილების შევსების ბრძანებაც გასცა. აღსანიშნავია, რომ ამ დროის ვანდალურ მონეტებზე [[იუსტინიანე I]]-ის პორტრეტებია გამოსახული, რაც ვანდალთა სამეფოს სიმბოლურ დამოკიდებულებას აღნიშნავდა ბიზანტიისადმი. [[პროკოპი კესარიელი]]ს მიხედვით, ჰილდერიხი და იუსტინიანე ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის იმპერატორად გახდომამდე იყვნენ ახლო მეგობრები; იუსტინიანე [[იუსტინე I (ბიზანტია)|იუსტინე I-ის]] სიბერეში ასრულებდა სახელმწიფო მმართველის მოვალეობას.
 
ქვრივი დედოფალი ამალაფრიდა ([[თრასამუნდი]]ს ცოლი), რომელიც [[ოსტგოთებიოსტგუთები]]ს მეფის, [[თეოდორიხ დიდი]]ს და იყო, ჰილდერიხის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა. მას და მის მხარდამჭერ ოსტგოთებსოსტგუთებს ბრალი დასდეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში და სიკვდილით დასაჯეს. შურისძიების მიზნით თეოდორიხმა დაიწყო მზადება კართაგენზე გასალაშქრებლად. მალევე ააგეს ფლოტი. სულ ცოტა ათასამდე ხომალდს [[526]] წლის [[13 ივნისი|13 ივნისს]] უნდა დაეტოვებინა იტალიის სანაპირო, მაგრამ თეოფორიხი ავად გახდა და ამავე წლის [[30 აგვისტო]]ს გარდაიცვალა.
 
ამ დროს კონსოლიდაცია განიცადეს [[ბერბერები|ბერბერებმა]], რომლებმაც რამდენიმე ბრძოლაში დაამარცხეს ვანდალები. ჰილდერიხმა განსაკუთრებული მარცხი განიცადა ბიზაკიაში მცხოვრებ ტომებთან, მათ მეთაურობდა ბელადი ანტალა. გარკვეული დროის განმავლობაში ვანდალთა სამეფოს მთელ ტერიტორიაზე ბერბერთა ძალაუფლება ვრცელდებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰილდერიხი“-დან