ქალაქგეგმარება: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

04:17, 8 აპრილი 2006-ის ვერსია

ურბანული, ქალაქისა თუ აგლომერაციის დაგეგმარება მიწის გამოყენების დაგეგმვის დისციპლინაა, რომელიც ურბანული რეგიონების, მუნიციპალიტეტების და საქალაქო უბნების ფიზიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნავს. განვითარების უფრო მცირე მასშტაბებზე ზრუნავს სხვა პროფესიები, როგორიცაა არქიტექტურა და ურბანული დიზაინი. ამის საპირისპიროდ, რეგიონალური დაგეგმარება იხილავს უფრო ვრცელ გარემოს, და ნაკლებად დეტალურ დონეზე.

ისტორიულად, ურბანული განვითარება ხშირად სპონტანური, ქაოტური მოვლენა იყო ვინემ გაწონასწორებული დაგეგმვის პროცესი. მე-19 საუკუნეში ურბანულმა დაგეგმვამ გავლენა განიცადა ახლად ფორმალიზებული არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის დისციპლინებისგან. ამ დისციპლინებმა თანდათან დაიწყო კოდიფიცირება რაციონალური და სტილისტური მიდგომებისა ქალაქის პრობლემების გადაჭრაში ფიზიკური დიზაინის მეშვეობით. 1960-იან წლებში რაციონალური დაგეგმვის მოდელთან კრიტიკულმა მიდგომამ საშუალება მისცა დისციპლინას ურბანული დაგეგმვის დომენში მოეცვა ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, საზოგოდოების სოციალური დაგეგმვისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის საკითხებიც.