გურული დიალექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''გურული დიალექტი''' — [[ქართული ენა|ქართული ენის]] ერთ-ერთი [[დიალექტი]], [[გურულები]]ს მეტყველება. გავრცელებულია [[გურიის მხარე]]ში. გურულ დიალექტში შთამბეჭდავია [[მეგრული ენა|მეგრულ]]-[[ლაზური ენა|ჭანური]] ფენა.
 
გურული დიალექტი იყოფა ორ კილოკავად: ზემოგურულად ([[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი|ჩოხატაურისა]] და [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი|ოზურგეთის]] მუნიციპალიტეტების მთიანი ნაწილი) და ქვემოგურულად ([[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი|ლანჩხუთის]] მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაწილი). კილოკავებში შემავალი თქმები, თავის მხრივ, იყოფა განსხვავებულ ქცევებად, მაგ., ჩოხატაურის თქმაში განირჩევა [[ზემო სურები]]ს, [[შუა სურები]]სა და [[დიდივანი|დიდვანის]] ქცევები. რეგიონის ადრინდელი [[ზანური ენებიენა|ზანურენოვან]] მოსახლეობასთან კონტაქტი აისახება გურულ დიალექტში ზანიზმების სიუხვეში, მაგ., სახელების ბრუნებისას ხმოვანთა რედუქციის სისუსტე (აკვანის, ურემით... ხმაის, რძეით...), ზმნებში ობიექტის მრავლობითობის გამოხატვა III სუბიექტური პირის -ენ სუფიქსით (შეგრჩებიენ, მოგინდებიენ...), ქვემდებარე მოთხრ. ბრუნვაში ნაცვლად სახელობითისა გარდაუვალ ზმნებთან (კაცმა დიეცა, კაცმა მევიდა...) და სხვ.
 
განსაკუთრებით მრავლად დასტურდება ზანიზმები ლექსიკაში (ოჭვათო, ორჩხუში, ჯარგვალი...); ტოპონიმიაში არსებული ზანიზმების (ჯუმათი, ოჩხამური...) გვერდით ტოპონიმია-ანთროპონიმიაში აფხაზურ-ადიღურ ენათა ანალოგიური ფორმებიც გვხვდება (სუფსა, მალთაყვა... ინგოროყვა, ჭანუყვაძე...). ამავე დროს, ზანურ გარემოცვაში ხანგრძლივად ყოფნის გამო გურულ დიალექტს შემოუნახავს არაერთი არქაული სიტყვა და ენობრივი მოვლენა: -ავ/-ამ თემისნიშნიანი ზმნების ვნებითი გვარი მთელ რიგ შემთხვევებში არქაული წესითაა ნაწარმოები (იმალვის, იკარქვის...). გურული დიალექტის ზოგ თქმაში გარდაუვალ ზმნათა III სუბიექტური პირის მრავლობითობა -ეს სუფიქსითაც გამოიხატება (ადგეს და მიეგებეს იგინმა...). არცთუ იშვიათია ადამიანის საკუთარ სახელთა გაუფორმებელი წარმოება სახელობითსა და მოთხრობით ბრუნვებში (სამსონ მოკლენ, გირგოლ გამეიარა...) და სხვ. მრავალი არქაული სიტყვა შემორჩენილია ლექსიკაში (ზარმელი, მერე, უსხი...).