კალიპეს ციკლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
 
==ისტორია==
[[ძვ. წ. III საუკუნე]]ში კალიპემ აღმოაჩინა მეტონის ციკლში უზუსტობები და შეიტანა მასში რიგი ცვლილება. მან აიღო ოთხი მეტონის 19-წლიანი ციკლი და შეამცირა ერთი დღით, ანუ ბოლო ნაკიანი წელი გამოაცხადა უბრალო წლად, რის შედეგადაც 76 წელიწადში საშუალოდ გამოუვიდა 365,25 დღე-ღამე.
 
<math>(4\times6940-1)/76=27759/76=365,25</math> დღე-ღამე
 
კალიპეს ციკლი მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენდა 19-წლიანი კალენდარული ტიპის ოთხი ციკლის ერთობას და იყო 12- და 13-თვიანი წლების ერთობა, მისი საშუალო წლიური სიდიდე უდრიდა ძვ. წ. 46 წელს მიღებული [[იულიუსის კალენდარი|იულიუსის კალენდრის]] საშუალო წლიურ მნიშვნელობას — 365,25 დღე-ღამეს.
 
კალიპეს ციკლი თავდაპირველად იყენებდა თვეების სახელებს ანტიკური კალენდრიდან. მოგვიანებით ასტრონომებმა, როგორიცაა ჰიპარქე, უპირატესობა მიანიჭეს სხვა კალენდრებს, მათ შორის ძველ ეგვიპტურ კალენდარს. ასევე ჰიპარქმა გამოიგონა საკუთარი ჰიპარქეს ციკლი, როგორც კალიპის ციკლის გაუმჯობესებული ვარიანტი.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კალიპეს_ციკლი“-დან