'''მუხლუხიმუხლუხო''', ''მატლი'' — [[პეპლები|პეპლის]] მატლური სტადია, რომელიც ინტენსიურად იკვებება და იკეთებს მარაგს შემდგომი განვითარებისათვის. სხეულს ჭიისმაგვარი ფორმა აქვს, [[პირი]]ს აპარატი — მღრღნელი. აქვს მკერდის 3 წყვილი და 8 წყვილი „ცრუ“ ფეხი, [[აბრეშუმი]]ს გამომყოფი ჯირკვლები, რომელთა სეკრეტი ჰაერთან შეხებისას აბრეშუმის ძაფად გარდაიქმნება. ზოგი მუხლუხი მავნებელია. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 1000 სახეობის პეპელა, რომელთა მუხლუხი მინდვრის, ბაღისა და ტყის მავნებელია. [[თუთა|თუთის]], [[მუხა|მუხისა]] და ზოგი სხვა [[აბრეშუმხვევიასებრნი|აბრეშუმხვევიას]] მუხლუხის პარკი ძვირფას ნედლეულს იძლევა.