დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 144:
 
==ორგანიზაციის მიზნები ==
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს და გააძლიეროს თანამშრომლობა მის წევრ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და სხვა სფეროებში. დსთ-ს მთავარი მიზნებია: წევრ სახელმწიფოთა ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა საერთო ეკონომიკურ სივრცეში, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უზრუნველყოფა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და წევრ სახელმწიფოებს შორის დავებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა.
 
დსთ-ს წევრებისთვის თანამშრომლობის სფეროებია: ეკონომიკა, ფინანსები, უსაფრთხოება, ჰუმანიტარული საკითხები, სამართლებრივი საკითხები, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა, რეგიონთაშორისი და ტრანსსასაზღვრო საკითხები. ეკონომიკური თანამშრომლობა ასევე მოიცავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ასპექტებს და საინფორმაციო საზოგადოებას. ამ სფეროში დსთ-მ მიიღო, მაგალითად, საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობასა და განვითარებაში თანამშრომლობის სტრატეგია 2025 წლამდე, ასევე მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა. კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული ასევე დსთ-ს წევრი ქვეყნების ინტერესებია, შეთანხმდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ფარგლებში ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის თანამშრომლობაში და მიიღეს ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში თანამშრლობის შეთანხმება.<ref>[https://www.dipublico.org/469/convention-on-human-rights-and-fundamental-freedoms-of-the-commonwealth-of-independent-states/ Convention on Human Rights and Fundamental Freedoms of the Commonwealth of Independent States]</ref>
 
== ისტორია ==