ვახტანგ I გორგასალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ტუტუ-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება მრავალმნიშვნელოვანი ბმულები
ხაზი 63:
II მეუღლე — დედოფალი ელენე, [[ბიზანტია|ბიზანტიის]] კეისრის ლეონ I-ის ასული. ბერძენი ცოლისაგან ვახტანგ გორგასალს შეეძინა სამი ძე და ორი ასული, რომელთაგან ცნობილია ლეონი და მირდატი.
 
დაჩის გამეფების შემდეგ დანარჩენ ძმებს ეწოდათ არა მეფეები, არამედ ერისთავთა მთავრები და იყვნენ მეფე დაჩის მორჩილების ქვეშ. ლეონი ადრე გარდაცვლილა, ხოლო მირდატი ერისთავის ხარისხში ფლობდა ტერიტორიას [[ტაშისკარი]]დან და [[ფარავანი|ფარავნიდან]] [[სპერის ზღვა]]მდე. ის მორჩილობდა მეფე დაჩის და ქრისტიანული აღმშენებლობით იყო დაკავებული. მის მიერ აგებულ ტაძართა შორის გამოირჩევა [[წყაროსთავი|წყაროსთავის ეკლესია]] ჯავახეთში.
 
==ლაშქრობა შუა აზიასა და ინდოეთში==
459 წელს სპარსეთის შაჰი ჰორმიზდ III [[ჰუნები]]ს დახმარებით მოკლა თავისმა ძმამ, პეროზმა. [[სპარსეთის იმპერია|სპარსეთის სამეფოს]] [[სასანიდთა დინასტია|სასანიდთა დინასტიის]] მეჩვიდმეტე მეფე პეროზ I (459-484), დაეპატრონა. თავისი გამეფებიდან ცოტა ხნის შემდეგ პეროზმა ომი დაიწყო [[შუა აზია]]ში.
 
პეროზ მეფემ ვახტანგი გაიწვია შუა აზიაში სალაშქროდ. ვახტანგ მეფეს 40 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავდა: ათი ათასი ქართველი, ათი ათასი სომეხი, ოცი ათასი ბიზანტიელი.
 
მათ პირველად დალაშქრეს [[ჯორჯანეთი]] ([[გურგანი]]) და იქ სპარსელები დაასახლეს, ხოლო ჯორჯანელები დაბეგრეს. შემდეგ გაილაშქრეს ინდოეთში და გადაიხადეს. პირისპირ ბრძოლაში ვახტანგმა მოკლა თხუთმეტი ბუმბერაზი, „რომელთაც მოეკლათ მრავალნი ბუმბერაზნი სპარსთანი“. ინდოეთში სამი წელი იბრძოდნენ, მაგრამ გამაგრებული ციხე-ქალაქები ვერ აიღეს. მაშინ ხარკი აიღეს [[ინდოეთი]]ს მეფისაგან და [[სინდეთი|სინდეთში]] გადავიდნენ. ერთ-ერთ ბრძოლაში სინდთა მეფემ გამოიწვია ორთაბრძოლაში ვახტანგი. ვახტანგმა თავის თანმხლებთ მიმართა: ღმერთს ევედრეთ და ზურგი გამიმაგრეთო და საბრძოლველად გავიდა. ორივეს ჰქონდა ლახვარი (შუბი). სინდთა მეფემ შეუტია, მაგრამ ვახტანგი „სიმჴნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა“ განერიდა და თვითონ აძგერა შუბი მარცხენა ბეჭში. ვერ დაიფარა სინდთა მეფე საჭურველმა და მძიმედ დაიჭრა, და როცა ცხენიდან ჩამოვარდა, ფეხით დაითრია ვახტანგმა და სპარსთა მეფესთან მიიყვანა. სპარსთა ლაშქარმა მაღალი ხმით ქება შეასხა ვახტანგს, ხოლო სპარსთა მეფე და მისი წარჩინებულები დიდი სიხარულით აღივსნენ და დიდი ძღვენიც მიართვეს მას. სპარსთა მეფემ მოიყვანა მკურნალნი და თავზე დაახვია სინდთა მეფეს, ხოლო სინდელებმა მეფის მაგივრად მისი ძე აამაღლეს. მაშინ ვახტანგმა სპარსთა მეფეს ურჩია რომ, სინდთა მეფე გაეთავისუფლებინა, ხარკი აეღო და მძევლები აეყვანა. მასაც მოეწონა ვახტანგის რჩევა. სინდთა მეფე გაუშვა და მისგან ორჯერ მეტი ხარკი აიღო, ვიდრე [[ინდოელები]]სგან, მისი ორი შვილი მძევლად აიყვანა, და აღებული ხარკი მთლიანად ვახტანგს მისცა. სინდთა მეფე კი დიდი სიყვარულით დაემოყვრა ვახტანგს, პირველად იმისათვის, რომ როცა მის ხელში ჩავარდა, მან არ მოკლა და ცოცხალი მიიყვანა სპარსთა მეფესთან. შემდგომ კი იმისათვის, რომ მისი რჩევის შედეგად გათავისუფლდა ტყვეობისაგან. ამიტომ უძღვნა მას „ძღუენი მიუწვდომელი დიდძალი“.
 
პეროზ შაჰმა და ვახტანგ მეფემ დატოვეს სინდეთი იქ შესვლიდან მეოთხე წელს, ისე რომ არ მოუოხრებიათ მისი ქალაქები და მივიდნენ მოსაზღვრე აბაშეთში. აბაშნი ცხოვრობდენ ისეთ ქვეყანაში, რომელიც შემოსაზღვრული იყო წყლითა და ლერწმით, სადაც ვერც ნავი და ვერც ოთხფეხი ვერ გაივლიდა. მაშინ წყალი გადაუკეტეს და ლერწმოვანი გადაუწვეს და ასე დაიპყრეს. სპარსთა მეფემ აბაშნი ორად გაყო, ნახევარი იქვე დატოვა, ხოლო ნახევარი თან წამოიყვანა (ათასი ოჯახი), და სხვადასხვა ადგილებზე ჩაასახლა. ესენი არიან ქურთები. შაჰმა მეფე ვახტანგს შესთავაზა ცოლად შეერთო მისი ნათესავი, მაგრამ მან უარი უთხრა: არა მაქვს უფლება ორი ცოლის ყოლისაო, რადგან ერთი ცოლი უკვე მყავს - კეისრის ასულიო. პეროზს ეწყინა, მაგრამ აღარაფერი თქვა.
 
== დიდი ომები და გორგასლის გარდაცვალება ==
[[File:Svetitskhoveli, Tomb of King Vakhtang I Gorgasali.jpg|thumb|ვახტანგ გორგასლის საფლავი [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]].]]
ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან გადამწყვეტი ომისთვის. მან [[482]] წელს სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის თავგასული [[პიტიახში]] [[ვარსქენ პიტიახში|ვარსქენი]]. ეს ფაქტობრივად სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.
 
[[პეროზ I|პეროზ-შაჰმა]] დიდძალი ჯარი დასძრა საქართველოსკენ მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა [[სპარსელები]]თ აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები [[ქვემო ქართლი]]ს მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი ელოდა დახმარებას [[ბიზანტია|ბიზანტიიდან]], [[ჰუნები]]დან და [[სომხები]]დან. სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ხოლო [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიელები]] და ჰუნები საერთოდ არ გამოჩენილან. პირველივე შეტაკებაში ვახტანგი დამარცხდა წარჩინებულთა ღალატის გამო. მეფე სასწრაფოდ [[ეგრისი|ეგრისში]] გადავიდა ჯარების შესაკრებად. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, [[სპარსეთი]]ს სარდალი უკან გაბრუნდა, რადგან პეროზი დაიღუპა ჰუნებთან ბრძოლაში და მისი გვამი ვერ იპოვეს.
 
[[სასანიანები|სასანიანთა სპარსეთში]] გამეფდა პეროზის ძმა, [[ბალაში]] ([[484]]-[[488]]). ამ დროისთვის ვახტანგ გორგასალმა აღიდგინა პირველობა [[წინა აზია]]ში. [[488]] წელს სპარსეთში არეულობა დაიწყო - ტახტიდან ჩამოაგდეს ბალაში და გაამეფეს პეროზის ვაჟი [[კავად I]] ([[488]]-[[531]]). ირანის არეულობა გამოიყენა ვახტანგმა იმით, რომ ახალი ქალაქის - [[თბილისი]]ს მშენებლობა დაიწყო. ახალმა შაჰმა, კავადმა მოსთხოვდა ქართველთა მეფეს [[ბიზანტია]]ზე ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება. ვახტანგმა უარი განაცხადა და ომისთვის მზადება დაიწყო.
 
გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ [[უჯარმა]]ში გააგზავნა. [[მცხეთა]]-[[არმაზი]] და მისი შემოგარენი სამ ერისთავს - დემეტრეს, ნერსესა და ბივრიტიანს ჩააბარა.
 
502 წელს სპარსეთის ურდო ისევ შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თავად კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოვიდა [[ივრის ხეობა]]ში, [[რუსთავი|რუსთავსა]] და [[ახალი სამგორი|სამგორში]]. ქართველთა ჯარი სპარსელებზე ხუთჯერ ნაკლები იყო.
 
ბრძოლის წინ პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ვახტანგმა დილა სისხამზე იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი. მზის ამოსვლიდან საღამომდე იბრძოდა ვახტანგი, რომელიც მოღალატე მონაყოფილმა იღლიაში დაჭრა. მხოლოდ [[უჯარმა]]ში შეიტყვეს, რომ მეფე დაჭრილი იყო, როცა ძალაგამოცლილი უღონოდ დაეცა სარეცელზე. ამასობაში ბიზანტიის კეისარი ანასტასი მოადგა ქართლს დიდძალი ჯარით. შაჰმა სასწრაფოდ აჰყარა თავისი ჯარი და სამხრეთისკენ გაეშურა. [[კარნუ]]-ქალაქთან შეიბნენ [[სპარსელები]] და ბიზანტიელები ერთმანეთს. დიდი სისხლისღვრა უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავს გამარჯვებულად თვლიდა, მაგრამ ორივე ხელცარიელი დაბრუნდა თავის სატახტოში.
 
== რეფორმები ==
ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის მიერ [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] მოპოვება. ამ ფაქტს წინ უძღოდა კონფლიქტი მეფესა და მთავარეპისკოპოს მიქაელს შორის. [[შუა აზია]]სა და [[ინდოეთი]]ს ლაშქრობებიდან დაბრუნებულ ვახტანგს მიქაელმა [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] უარყოფა დასწამა. მეფემ უარყო აბსურდული ბრალდება და თავის მხრივ მთავარეპისკოპოსი „ვერცხლისმოყვარეობაში“ დაადანაშაულა. მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა გაეწმინდა ეკლესიები უღირსი და მეფის მოწინააღმდეგე პირებისაგან. მიქაელი ამის წინააღმდეგ გამოვიდა და სავარაუდოდ, კონფლიქტის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ვახტანგი პირადად მივიდა მთავარეპისკოპოსთან კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მიქაელმა ფეხი მოუქნია და კბილებში სცა. ვახტანგს წინა კბილი ჩაემტვრა და სისხლი წარსდინდა. განრისხებული მეფის ბრძანებით მიქაელი [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლის]] პატრიარქთან დასასჯელად გააგზავნეს, ხოლო საქართველოს ეკლესიის მეთაურად ([[კათალიკოსი|კათალიკოსად]]) ბიზანტიის იმპერატორს პეტრეს კურთხევა სთხოვა. პეტრე და სამოელი იყვნენ გრიგოლ ნაზიანზელის ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირები, მღვდელი და დიაკონი, რომლებიც ვახტანგ მეფემ ბიზანტიის წინააღმდეგ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანა, ხოლო შემდეგ და ძალიან მოიხიბლა მათი სიბრძნით.
 
მალე ბიზანტიიდან ჩამოვიდა პეტრე [[კათალიკოსი]], სამოელი და კიდევ სხვა 11 [[ეპისკოპოსი]], რომელთაც ახლადშექმნილი საეპისკოპოსოები ჩააბარა (მანამდე არსებობდა მხოლოდ [[ქართლის მთავარეპისკოპოსი]]ს ჩინი და არ იყო ეპარქალური დაყოფა).
 
კათალიკოსობის შემოღება მიჩნეულია საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) მოპოვების ფაქტად, რამაც აამაღლა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე.
 
== აღმშენებლობა გორგასლისა ==
ვახტანგ მეფე დაკავებული იყო დიდი აღმშენებლობითი საქმიანობით. მან შექმნა საფორტიფიკაციო ნაგებობათა მთელი სისტემა, ააგო ციხე-ქალაქები - თავისი ახალი [[რეზიდენცია]] [[უჯარმა]], ასევე, [[ბოჭორმა]], [[ხორნაბუჯი]] და [[ჭერემი]], რაც ქვეყნის აღმოსავლეთიდან დაცვას ემსახურებოდა. მან ბიზანტიელთაგან მიტაცებულ და შემდგომში უკანდაბრუნებულ [[კლარჯეთი]]ს ტერიტორიაზე შექმნა საერისთავო და ააგო [[არტანუჯი]]ს ციხე. მისი მითითებით შეაკეთეს [[შორაპნის ციხე|შორაპნისა]] და [[დიმი|დიმნის ციხე]]ები.
 
ვახტანგის ბრძანებით აშენდა საეპისკოპოსო ეკლესიები: [[ნიქოზის საეპისკოპოსო|ნიქოზს]], [[ნინოწმინდა]]ს, ჭერემსა და ჩელეთს. ასევე, მან წამოიწყო [[მცხეთა]]ში, [[წმინდა ნინო]]სა და მირიან მეფის დროინდელი ძველი ხის ეკლესიის ადგილას ქვის დიდი ტაძრის, [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის]] მშენებლობა.
 
===თბილისი და ვახტანგ გორგასალი===
[[File:Tbilisi, Georgia — Old Tbilisi view.jpg|thumb|აბანოთუბანი — თბილისის უძველესი უბანი]]
თბილისის მშენებლობა და გადედაქალაქება ასევე, დაკავშირებულია ვახტანგ გორგასალის სახელთან.
 
ლეგენდის თანახმად, [[თბილისი]]ს ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული. ქართველ მეფეს ერთ-ერთი ვერსიის შესაბამისად, ნადირობის დროს შველი დაუჭრია. შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს. სხვა ვერსიით, მეფის მიმინო თავს დასხმია ხოხობს, ბრძოლის დროს ცხელ წყალში ჩავარდნილან და ორივე დაფუფქულან. ვახტანგს მსგავსი ცხელი წყლები მანამდე [[სპარსეთი|სპარსეთში]] ყოფნისას უნახავს და კარგად სცოდნია მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. სწორედ ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია.
 
სახელწოდება „თბილისი“ („ტფილისი“) ქალაქს აქ არსებული „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) წყაროების გამო უწოდეს.
 
ვახტანგმა „ტფილისი“ სამ ნაწილად დაჰყო, პირველი კალა ანუ [[კალოუბანი]], მდებარეობდა ქალაქის ბჭის ჩრდილო-დასავლეთით მიდამოებში. მეორე ნაწილი - „ტფილისი“, ტერიტორია, სადაც თბილი გოგირდოვანი წყაროები ამოდიოდა; მესამე - [[ისანი]], დღესდღეობით [[ავლაბარი]], მტკვრის მარცხენა სანაპირო.
 
ვახტანგ მეფეს „ტფილისი“, პატარა [[იერუსალიმი|იერუსალიმად]] ჰქონდა ჩაფიქრებული. ამიტომაც გვაქვს აქ უძველესი, იმ სახელის მქონე ეკლესიები, რომლებიც იერუსალიმში იყო: თაბორის, ფერისცვალების, ღმრთისმშობლის, და ბეთლემისა
 
მეფე თავად ვერ მოესწრო ქალაქის მშენებლობის დასრულებას. მოგვიანებით, დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს-ის დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა, ხოლო უძველესი დროიდან ქართველთა დედაქალაქი მცხეთა საეკლესიო ქალაქად, ცენტრად გამოცხადდა. შემდგომში თბილი წყლების უბანში [[გოგირდი]]ს აბანოები გაშენდა. დღეისათვის, აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - [[აბანოთუბანი]]ა.
 
==სიკვდილის შემდგომ==
ვახტანგმა სიკვდილის წინ ახალ ხელმწიფედ გამოაცხადა [[დაჩი უჯარმელი|დაჩი]] და დაუტოვა ქართველ ერს ანდერძი: - ეძიებდით სიკვდილს [[ქრისტე]]სთვის.
 
ერისათვის ვახტანგის გარდაცვალება იყო სასჯელის დღე. უბრალო ხალხიცა და წარჩინებულებიც თავში იცემდნენ და ნაცარს იყრიდნენ. ხმამაღალი ტირილისა და გოდებისაგან ქვეყანა იძვროდა. მორწმუნე ერი შენატროდა მეფეს, რადგანაც ქრისტესათვის მოიკლა. „გარდიცვალა მჴნე და მოწამეობისა ღირსი ვახტანგ გორგასალი „[[უჯარმა]]ში, დაკრძალეს [[მცხეთა]]ს, [[სვეტიცხოველი|საკათალიკოსო ეკლესია]]ში, სვეტთან, „რომელშიც არის ღმრთივაღმართული სვეტისაგან დაპყრობით“ - წერს მემატიანე.
 
ვახტანგ გორგასალი ყოფილა მეტად ჭკვიანი, წინდახედული, გამჭრიახი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე და გულადი მეომარი და მხედართმთავარი. საარაკო გმირობით იბრძოდა ყოველთვის. იგი იყო ყველგან, სადაც მისჭირდებოდა ქართულ ლაშქარს. სადაც უფრო მძლავრობდნენ სპარსელები იქ გაიელვებდა და სპარსელები ზარგანხდილად ატეხდნენ ღრიალს და აფრთხილებდნენ ერთმანეთს: „დურ აზ გორგასარ“ („ერიდეთ თავსა მგლისასა!“). მეფის მუზარადზე ერთ მხარეს მგლის თავი იყო გამოსახული და მეორე მხარეს ლომის. ასე გაჩნდა წოდება „გორგასალი“.
 
გორგასალზე ცალკე საისტორიო თხზულებაც კი დაიწერა, რომლის ავტორად ითვლება XI ს-ის ქართველი ისტორიკოსი [[ჯუანშერ ჯუანშერიანი]]. „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, მას მიეკუთვნება ამ კრებულში შესული V-VIII საუკუნეების ამსახველი თხზულება ვახტანგ გორგსალის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით. ისტორიკოსი უდიდესი ქება-დიდებით ამკობს სახელოვან მეფეს. ჯუანშერი თავის თხზულების შედგენისას, როგორც ჩანს იყენებდა ძველ წყაროებსაც და შესაძლოა ვახტანგ გორგასლის თანამედროვესაც.
 
[[არსენ კათალიკოსი]]ს (1218-1227) სიტყვით მეფე ვახტანგი ძალიან მაღალი ტანის კაცი ყოფილა. მეფის სამხედრო იარაღი და სამოსელი თურმე არსენის დროსაც კი ინახებოდა. იგი ამბობს: ვახტანგ მეფე იყო „ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი (2.40 მ) და აწცა რომე არა აბჯარი და სამოსელი მისი, მისგან უფროს საცნაურ არს“ მეფის გოლიათური სიმაღლეო. იმავე ავტორის მოწმობით, ვახტანგ გორგასალი დასაფლავებული ყოფილა მისგანვე აგებულ მცხეთის დიდებულ სიონში, თვით ეკლესიაში, წინაშე სუეტსა ცხოველსა და მისსა ზედა საფლავსა წერილ არს ხატი მისი სწორი ჰასაკისა მისისა“-ო. ე.ი, საფლავის ქვაზე მისი გამოსახულება ყოფილა გამოყვანილი იმავ ზომისა, რა ზომისაც დიდებული გვირგვინოსანი ყოფილა, - ეს ალბათ მისი საფლავის ქვის ძეგლი იქნებოდა. საუკუნეთა მანძილზე ქართველნი და მათი მტერ-მოყვარენი გაოცებულნი შესცქეროდნენ იქვე, სვეტიცხოველში გამოფენილ უზარმაზარ სამოსელსა და საჭურველს, ხოლო ქართულ სახელმწიფოს დროშას საუკუნეთა მანძილზე „ვახტანგიანსა“ და „გორგასლიანსაც“ უწოდებდნენ.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
 
* [[ვახტანგ გორგასლის ორდენი]]
* [[იბერია]]
* [[სასანიანები]]
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|4|336|ჯანაშია ნ.}}
{{ქე|2||მუსხელიშვილი დ.}}
*{{წიგნი|ავტორი=[[ზურაბ კიკნაძე|კიკნაძე ზ.]]|სათაური= ქართული მითოლოგია|გვერდები=59-62|გამომცემლობა= ბაკმი|წელი= 2007|ISBN=978-99940-27-10-1|ადგილი=თბილისი}}
* ''კაკაბაძე ს.'', ვახტანგ გორგასალი, თბ., 1959;
* საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;
* ''ჯავახიშვილი ივ.'', ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1960;
* ''ჯანაშია ს.'', საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, შრომები, ტ. 1, თბ., 1949.
 
{{Commonscat|Vakhtang I of Iberia}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{nplg ბიოგრაფია|00010098}}
*[http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%202%20+/1/3.htm nplg.gov.ge § 3. ქართლი V ს. მეორე ნახევარში. ვახტანგ გორგასალი]
*[http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/vaxtang_gorgasali.html ვახტანგ გორგასალი „საქართველოს ძეგლებზე“]
*[http://www.orthodoxy.ge/tveni/noemberi/30-vakhtang.htm ვახტანგ გორგასალი]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}