ჯიბო ლომაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''ჯიბო ლომაშვილი''' (დ. [[15 თებერვალი]], [[1925]], [[თიანეთის მუნიციპალიტეტი|თიანეთის რაიონი]] — გ. [[27 იანვარი]], [[2015]]) — თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი. საქართველოს სსრ IV–V მოწვევის უმაღლესი საბჭოს IV–V მოწვევის დეპუტატი.
 
[[1950]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1950–1980 წლებში ეწეოდა პარტიულ მუშაობას. იყო [[საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტრო|საქართველოს სსრ ვაჭრობის]] მინისტრის მოადგილედ, ბორჯომის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად, საქართველოს სსრ ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, [[საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის]] [[ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი]]ს უფროს მეცნიერ-მუშაკად და სხვა თანამდებობებზე. იყო მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი. მან სერიოზული წვლილი შეიტანა ქართული ისტორიოგრაფიისა და ლიტერატურათმცოდნეობის აქტუალური პრობლემების მეცნიერულ დამუშავებაში. მნიშვნელოვანია მისი წვლილი [[რუსთველოლოგია|რუსთველოლოგიისა]] და ვაჟალოგიის დარგებში. [[ვაჟა-ფშაველა]]ს ცხოვრებისა და მოღვაწეობის პრობლემებს მან 15 წიგნი და ბროშურა მიუძღვნა. არის 30 სამეცნიერო ნაშრომის, სტატიებისა და წერილების ავტორი, რომლებიც სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა. მისი რედაქტორობით მრავალი ფუნდამენტური მონოგრაფია და კრებული გამოიცა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიბო_ლომაშვილი“-დან