ტუიუჰუნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up using AWB
 
ხაზი 2:
[[File:Nirun, Tuyuhun, Yueban, Tuoba Wei.jpg|thumb|როურანის ხაკანატი, ტუიუჰუნი, იუებანი და ჩრდილოეთ ვეი]]
[[File:Tang-Tuyuhun War.png|thumb|იმპერატორ ტაი ცუნის კამპანია და ტუიუჰუნი 634 წ.]]
'''ტუიუჰუნი''' , ([[ჩინური ენა|ჩინ.]], [[ჩინური დამწერლობა|ტრად.]] 吐谷渾, [[პინ-ინიფინინი|პინ.]]: Tǔyùhùn, [[პალადიუსის სისტემა|პალ.]]: Туюйхунь; [[ტიბეტური ენა|ტიბ.]] 'A-zha) — [[სიანბი|სიანბური]] სახელმწიფო (285—663). III საუკუნის შუა ხანებში მუიუნ ხოიას ძმა (იანის ადრეული დინასტია), მუიუნ ტუიუხუნი (慕容吐谷渾) 700 ოჯახით გადასახლდა სამხრეთ მანჯურიიდან დასავლეთით ტბა [[კუკუნორი]]ს რაიონში.
 
დიდი ხნის განმავლობაში ტუიუჰუნი იყო ჩრდილოეთ ვეის ვასალი და მხოლოდ მისი დაცემის შემდეგ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 431 წელს ტუიუჰუნმა გაანადგურა [[ხუნუ]]ს სახელმწიფო [[სია (პროტოჩინური ტომი)|სია]]. მმართველი ჰელიან დინი ტყვედ ჩავარდა. ის გადასცეს ჩინელებს და ჩამოხრჩობილ იქნა.
 
540 წელს მმართველმა ჰუალიუმ თავი ხანად (ან ხაკანად ([[ჩინური|ჩინ.]] 可汗) გამოაცხადა. 634 წელს სახელმწიფომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა [[ტანის დინასტია|ტანის სახელმწიფოსგან]] და დაიწყო დამოუკიდებლად ხანების დანიშვნა. ტუიუჰუნის სახელმწიფო გაანადგურეს ტიბეტელებმა 663 წელს, ნოჰებო ხანი ახლობლებითურთ გადასახლდა [[ჩინეთი]]ს ტერიტორიაზე და მისი შთამომავლები დაახლოებით 100 წელი კიდევ ატარებდნენ ხანის ტიტულს.
ხაზი 35:
ტუიუჰუნის ეკონომიკა დამყარებული იყო მომთაბარე მესაქონლეობაზე. მათი სიმდიდრე იყო ცხენები, მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, აქლემები. მიწათმოქმედებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ცივ ჩრდილოეთში მოჰყავდათ მხოლოდ თალგამი და ქერი, ხოლო სამხრეთში ბარდა და ლობიო. მაღალმთიან სტეპებში აწყობდნენ ორგანიზებულ ნადირობას. ხოლო შემგროვებლობაზე არაფერს გვეუბნებიან, მაგრამ, სავარაუდოდ, ველურად მზარდი ნაყოფი (თუნდაც იშვიათი კუკუნორის რაიონში) წარმოადგენდა დამატებით საკვებს და კიდეც ეხმარებოდათ გაეტანათ შიმშილის წლები. ისინი მოიპოვებდნენ [[რკინა]]ს, [[ოქრო]]ს, [[მადანი|მადანს]], სავარაუდოდ, თავად ამზადებდნენ საჭირო საგნებს - [[იურტა|იურტის]] დეტალებს, იარაღს, ჩასაცმელს და სხვა. დანარჩენ აუცილებელ მასალას, სავარაუდოდ, იღებდნენ საზღვარგარეთიდან ვაჭრობის წყალობით, აგრეთვე, საჩუქრად შორეული მმართველებისაგან, ან კიდევ იშვიათი სამხედრო ექსპედიციებით. ეს ხალხი იყვნენ ცნობილი ვაჭრები. არსებობდა მრავალი მდიდარი სავაჭრო საგვარეულო. ვაჭრები კუკუნორიდან დადიოდნენ მრავალ მეზობელ სახელმწიფოში და პირველ ყოვლისა ჩინეთში.
==სოციალური ურთიერთობები==
ტუიუჰუნი წარმოადგენდა მესაქონლეთა ადრესახელმწიფოებრივ წარმონაქმნს (რთულ საბელადოს). მას ჰყავდა „მმართველი დინასტია“, წარჩინებულები და მხედართმთავრები. ჰქონდა რეგულარული გადასახადები. მათი ყველა ბელადი ერთი ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ. გაერთიანების ძირითადი ფაქტორი არ იყო ეკონომიკური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური ხაისათის.
 
მოსახელობის ძირითად მასას ქმნიდნენ სრულუფლებიანი მესაქონლეები, რომლებიც თავის მხრივ, ქმნიდნენ მესაქონლეთა მცირე საზოგადოებებს. ისინი დამოუკიდებელნი იყვნენ ეკონომიკურ ურთიერთობებში. ელიტას ქმნიდნენ, პირველ რიგში, წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლები და საგვარეულოთა მმართველები. მონები ცოტა ჰყავდათ. განსაზღვრულ ადგილს იკავებდნენ, აგრეთვე, ტუიუჰუნებზე დამოკიდებული ციანების ტომები.
ხაზი 44:
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.chinaknowledge.de/History/Altera/tuyuhun.html ტუიუჰუნის სამეფო]
 
[[კატეგორია: ხალხები და ტომები]]
[[კატეგორია:მონღოლეთის ისტორია]]
[[კატეგორია:ჩინეთის ისტორია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუიუჰუნი“-დან