ჯიბო ლომაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჯიბო ლომაშვილი''' (დ. 15 თებერვალი, 1925, თიანეთის რაიონი — გ. 27 იანვარი, 2015) — თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ჯიბო ლომაშვილი''' (დ. [[15 თებერვალი]], [[1925]], [[თიანეთის მუნიციპალიტეტი|თიანეთის რაიონი]]  — გ. [[27 იანვარი]], [[2015]])  — თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV-VIV–V მოწვევის დეპუტატი.
 
[[1950]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1950–1980 წლებში ეწეოდა პარტიულ მუშაობას. იყო [[საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტრო|საქართველოს სსრ ვაჭრობის]] მინისტრის მოადგილედ, ბორჯომის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად, საქართველოს სსრ ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, [[საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის]] [[ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი]]ს უფროს მეცნიერ-მუშაკად და სხვა თანამდებობებზე. იყო მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი. მან სერიოზული წვლილი შეიტანა ქართული ისტორიოგრაფიისა და ლიტერატურათმცოდნეობის აქტუალური პრობლემების მეცნიერულ დამუშავებაში. მნიშვნელოვანია მისი წვლილი [[რუსთველოლოგია|რუსთველოლოგიისა]] და ვაჟალოგიის დარგებში. [[ვაჟა-ფშაველა]]ს ცხოვრებისა და მოღვაწეობის პრობლემებს მან 15 წიგნი და ბროშურა მიუძღვნა. არის 30 სამეცნიერო ნაშრომის, სტატიებისა და წერილების ავტორი, რომლებიც სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა. მისი რედაქტორობით მრავალი ფუნდამენტური მონოგრაფია და კრებული გამოიცა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.
 
სადისერტაციო თემა:  — „ვაჟა–ფშაველას საზოგადოებრივ–პოლიტიკური და საისტორიო შეხედულებანი“, რომელიც დაიცვა 1984 წელს. [[2000]] დააჯილდოვეს [[ღირსების ორდენი (საქართველო)|ღირსების ორდენი]]თ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{nplg ბიოგრაფია|00000278}}
* [https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/358493/1/P_5330.jpg ჯიბო ლომაშვილის ბიოგრაფია (IV მოწვევა)]
* [https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/354669/1/P_7287.jpg ჯიბო ლომაშვილის ბიოგრაფია (V მოწვევა)]
 
{{DEFAULTSORT:ლომაშვილი, ჯიბო}}
 
[[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 15 თებერვალი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1925]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 27 იანვარი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2015]]
[[კატეგორია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები]]
[[კატეგორია:საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები]]
[[კატეგორია:საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები]]
[[კატეგორია:საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:თიანეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები|კატეგორია:თიანეთის]]
[[კატეგორია:ლომაშვილები|ჯ]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიბო_ლომაშვილი“-დან