მარია ანა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
ადრეული ასაკიდანვე მეფე ფილიპე სერიოზულად ფიქრობდა მარია ანას გათხოვებაზე. [[1611]] წელს კი დედოფალ მარგარეტ ავსტრიელის გარდაცვალებამ ძლიერ შეასუსტა მისი კავშირი ავსტრიასთან, რის გამოც მარია ანა დანიშნა იმპერატორ [[ფერდინანდ II შტირიელი|ფერდინანდ II]]-ისა და [[მარია ანა ბავარიელი (1574-1616)|მარია ანა ბავარიელის]] უფროს ვაჟზე, ერცჰერცოგ იოზეფ კარლზე, თუმცა ქორწინება 1618 წელს იოზეფ კარლის გარდაცვალების გამო ვერ შედგა. [[1621]] წელს კი გარდაიცვალა ფილიპე III და ტახტზე მარია ანას ძმა, მეფე [[ფილიპე IV]] ავიდა.
 
[[1622]] წელს ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე [[ჯეიმზ I (ინგლისი)|ჯეიმზ I]]-ისაგან წამოვიდა წამოვიდა წინადადება, რომ ესპანეთისა და ბრიტანეთის ურთიერთობების დასათბობად მის ვაჟს, უელსის პრინც [[ჩარლზ I|ჩარლზ სტიუარტს]] ექორწინა ფილიპე IV-ის დაზე, ინფანტა მარია ანა ესპანელზე. მალევე ლონდონსა და მადრიდს შორის აქტიური საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო. უელსის პრინცისა და ესპანეთის ინფანტას შორის არსებული შესაძლო ქორწინება ისტორიაში შესულია „ესპანური მატჩის“ სახელით, რამაც შიდაპოლიტიკური კრიზისი გამოიწვია ინგლისსა და შოტლანდიაში. 1623 წელს უელსის პრინცი ჩარლზ სტიუარტი ბუკინგემის ჰერცოგ ჯორჯ ვილიელთან ერთად მადრიდს ეწვია თავისი საცოლის სანახავად. ღრმადმორწმუნე მარია ანამ კატეგორიული უარი განაცხადა ანგლიკან კაცთან ქორწინებაზე. მან განაცხადა, რომ ჩარლზზე მხოლოდ მაშინ იქორწინებდა, თუ იგი კათოლიკობას მიიღებდა. ჩარლზიც მყარად იდგა თავის რელიგიაზე, რის გამოც ესპანეთი მალევე დატოვა. ეს მომენტი ფრანგებმა ხელიდან არ გაუშვეს და ჩარლზს ცოლად ლუი XIII-ის უმცროსი და, მადამ როიალი [[ანრიეტა მარია დე ბურბონი]] შერთეს, რომელსაც ჩარლზთან არანაირი გართულება არ ჰქონია.
 
=== ქორწინება ===