საქართველო XVI საუკუნეში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
1505 წელს გამეფდა კონსტანტიენ II-ის შვილი [[დავით X]]. მისი გამეფებისთანავე ქართლს შეუტია იმერეთის მეფე [[ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე II]]-მ, რომელმაც 1509 წელს დაიკავა ქალაქი [[გორი]] და მდინარე [[ლიახვი|ლიხვამდე]] ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი. ალექსანდრე II იმერეთში [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] შემოსევის გამო გახდა იძულებული ქართლიდან გასულიყო. ქართლს სისტემატურად თავს ესხმოდა კახეთის მეფე [[გიორგი II (კახეთის მეფე)|გიორგი II]]. გიორგი II 1513 წელს დავითის ძმა [[ბაგრატ მუხრანბატონი|ბაგრატ მუხრანბატონმა]] შეიპყრო და მოკლა. ამის შემდეგ დავითმა კახეთის სამეფო დაიკავა და 5 წლის განმავლობაში 1513-1518 წლებში ფლობდა მას.
 
1518 წელს ქართლს შეესია [[ისმაილ I]]-ის სარდალი, ერევნის მმართველი დივ სულთან რუმლუ. მასთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობდა სამცხის ათაბაგი [[ყვარყვარე III]]. მათ აიღეს გორი და სურამი. ქართლის სამეფომ იკისრა ხარკი და ირანის [[ვასალიტეტი|ვასალობა]]. ამით ისარგებლეს კახელებმა და 1518 წელს კახეთში მეფობა აღადგინეს. 1518 წელს დავით X-მ ორჯერ გაილაშქრა კახეთის დასამორჩლებლად, მაგრამ ამაოდ. დავით X არ იხდიდა ირანის ხარკს და ციხეებს ამაგრებდა, ამის გამო 1522 წელს ისმაილ I-მა ილაშქრა საქართველოში. ისმაილ I [[გაგის ციხე]]სთან გაჩერდა და ციხის განახლება დაიწყო. ისმაილ I-მა დავითი თავისთან იხმო და ისლამის მიღება მოსთხოვა. დავითი არ გამოცხადდა. გაიმართა [[თელეთის ბრძოლა]], რომელშიც ირანელებმა გაიმარჯვეს. დავითი შიდა ქართლში გადავიდა. ისმაილმა დაიკავა თბილისი. თბილისში ყოფნის დროს მან მოასწრო [[თბილისის შაჰ-ისმაილის მეჩეთი|შაჰ-ისმაილის მეჩეთის]] აშენება, რომელიც XX საუკუნემდე იდგა ქალაქში. 1524 წელს შაჰ-ისმაილი გარდაიცვალა და ირანში შიდა სიტუაცია აირია. ამით ისარგებლა დავით X-m და ქვეყანა ვასალობისგან გაათავისუფლა. მან მოშალა გაგის ციხე, რომელიც ყიზილბაშებისსპარსების ლაშქრობების მთავარი დასაყრდენი იყო. იმავე წელს დავით X მოულოდნელად ტახტიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა.
 
დავითის შემდეგ გამეფდა მისი ძმა [[გიორგი IX]]. გიორგიმ სულ ორი წელი იმეფა. გიორგის შემდეგ გამეფდა დავით X-ის ძე [[ლუარსაბ I]]. 1536 წელს ქართლი დალაშქრა ოსმალეთის იმპერატორმა [[სულეიმან I]]-მა. მისი მეფობის პერიოდზე მოდის ირანის შაჰ [[თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში]]. თამაზ I ოთხჯერ შეესია ქართლს 1541, 1547, 1551 და 1554 წლებში და დამანგრეველი ზიანი მოუტანა. 1541 წელს ყიზილბაშებმა აიღეს თბილისი და ბირთვისი. ლუარსაბს კახეთის მეფე ლევანმა უარი უთხრა ყიზილბაშების წინააღმდეგ დახმარებაზე, ამიტომ ლუარსაბმა პარტიზანული ბრძოლა დაიწყო. 1541 წელს შაჰ თამაზმა თბილისში გარნიზონი დატოვა და თავად ყარაბაღში წავიდა. 1547 წელს შაჰ თამაზმა დალაშქრა ჯავახეთი და ქვემო ქართლი.