დავით შარაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: მრავალმნიშვნელოვანი ბმულები
ხაზი 28:
}}
 
'''დავით შარაშიძე''' (დ. [[1886]], [[ბახვი]], [[ოზურგეთის მაზრა]] — გ. [[5 ნოემბერი]], [[1935]], [[პარიზი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკოსი, [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი, [[გიგო შარაშიძე|გიგო შარაშიძის]] შვილი, [[ქრისტინეგიორგი შარაშიძე|გიორგი შარაშიძის]] მამა, [[შარაშიძე|ქრისტინე შარაშიძის]] ძმა.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ცნობილი პედაგოგების, გიგო შარაშიძის და ნინო ქიქოძის ოჯახში. სწავლობდა ბახვის სოფლის სკოლაში, სადაც მისი მშობლებიც ასწავლიდნენ. შემდეგ კისწავლობდა [[ქუთაისი]]ს რეალურ სასწავლებელში, საიდანაც გადავიდა [[ოდესა|ოდესის]] რეალურ სასწავლებელში. 1904 წლიდან იყო [[რსდმპ|რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] წევრი, მუშაობდა [[ბოლშევიკები]]ს ფრაქციაში, პრესასთან თანამშრომლობდა „დ. შ-ძის“ ფსევდონიმით. [[რუსეთის რევოლუცია (1905)|1905 წლის რევოლუციის]] დროს აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდებში, რის გამოც დააპატიმრეს. რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს რუსეთის იმპერიიდან გასახლების პირობით. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში, ცხოვრობდა [[ჟენევა]]ში და იქვე დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, სადაც ორჯერ, 1907 და 1912 წლებში დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. პოლიტიკური დევნის გამო კვლავ ემიგრაციაში წავიდა და სამშობლოში დაბრუნდა 1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ.
 
რედაქტორობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რუსულენოვან ორგანოს „борьба-ს“. 1918 წლის გაზაფხულზე რიგით ჯარისკაცად იბრძოდა [[ჩოლოქის ბრძოლა (1918)|ჩოლოქის ბრძოლაში]]. იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრი და ხელი მოაწერა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს]]. აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მუშაობაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრად, იყო საფინანსო-საბიუჯეტო და ხელოვნების კომისიების წევრი. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და აქტიურად იყო ჩართული წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს დაპატიმრებული იყო რამდენიმე თვით, გათავისუფლების შემდეგ, იმავე წლის სექტემბერში, წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა [[სტამბოლი|სტამბოლში]], მუშაობდა საქართველოში არსებულ იატაკქვეშა ორგანიზაციებსა და [[ემიგრაცია]]ში მყოფ მთავრობას შორის არალეგალური არხებით ინფორმაციის მიმოცვლაზე, თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1925 წლიდან გადასახლდა პარიზში, სადაც აგრძელებდა პოლიტიკურ და პუბლიცისტურ საქმიანობას. პარიზში იყო სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთების „ბრძოლა“ და „ბრძოლის ხმა“ რედაქტორი, ასევე ინტერპარტიული „დამოუკიდებელი საქართველოს“ თანარედაქტორი. მისი წერილები იბეჭდებოდა უცხოენოვან ჟურნალ-გაზეთებშიც. ფრანგულ ენაზე დაწერა და გამოაქვეყნა [[ანრი ბარბიუსი]]ს საპასუხო შრომა „საბჭოები და საქართველო“, რომელსაც თან ახლდა [[კარლ კაუცკი]]ს ვრცელი წინასიტყვაობა.
 
გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაკრძალულია [[ლევილი]]ს სასაფლაოზე.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[გიგო შარაშიძე]]
*[[ქრისტინე შარაშიძე]]
*[[შალვა შარაშიძე]]
*[[გიორგი შარაშიძე]]
 
==ლიტერატურა==
{{სდრ|478-479|სარალიძე ლ.}}
*{{წიგნი | ავტორი= [[ირაკლი ხვადაგიანი|ხვადაგიანი ი.]]| series=| სათაური=„საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“| გამომცემლობა=„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ |ადგილი=თბილისი |წელი=2016| origyear=| isbn=978-9941-0-9318-0| edition=|გვერდები=414-415}}
*[[გურამ შარაძე|''შარაძე გ.'']], „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია“, ტ. 1, თბილისი, 2001
 
{{საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები}}
Line 52 ⟶ 60:
[[კატეგორია:შარაშიძეები|დ]]
[[კატეგორია:ქართველი სოციალ-დემოკრატები]]
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_შარაშიძე“-დან