გიგო შარაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
|მოღვაწეობა = პედაგოგი
|დაბ თარიღი =[[6 იანვარი]], [[1848]]
|დაბ ადგილი = [[საყვავისტყე]]
| განათლება = ქუთაისის სამეურნეო სკოლა
|მოქალაქეობა =
ხაზი 14:
|ქვეშევრდომობა = [[რუსეთის იმპერია]]
|ეროვნება = [[ქართველები|ქართველი]]
| გარდ თარიღი = [[9 თებერვალი]],{{გარდაცვალების [[თარიღი და ასაკი|1932]]|2|9|1848|1|6}}
| გარდ ადგილი = [[ბახვი]]
|მამა =
ხაზი 28:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. წერა-კითხვა ბებიამ ასწავლა. წერა-კითხის შესწავლის შემდეგ მიაბარეს ერთ მწირ ბერს, რომელსაც სკოლა ჰქონდა გახსნილი სოფლის ეკლესიაში. იქ მან შეისწავლა [[ხუცური]], [[მხედრული]] და ლოცვები. მეზობელმა [[იაკობ მარი|იაკობ მარმა]] ახალგაზრდა გიგო 14 სხვა მოსწავლესთან ერთდერთად თავისთან წაიყვანა [[ქუთაისი|ქუთაისში]] და სამეურნეო სკოლაში ასწავლიდა. მარის სამეურნეო სკოლაში შარაშიძემ შეისწავლა მებოსტნეობა, მებაღეობა, ყვავილების მოვლა და რუსული წერა-კითხვა. მარის სკოლიდან გიგო შარაშიძე მშობლებმა [[ოზურგეთი|ოზურგეთის]] სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს. შიმშილი, სიცივე და სკოლაში გამეფებული [[კორუფცია]] ხელს უშლიდა ახალგაზრდა შარაშიძეს სწავლაში, თანაც ხშირად უხდებოდა ბინის გამოცვლა. პირველი კლასი სამი წლის ნაცვლად ერთ წელიწადში დახურა. შარაშიძეს ერთი წელი ჰქონდა დარჩენენილი სასწავლების დასახურად და შემდეგ გიმნაზიის მეხუთე კლასში სახელმწიფოს ხარჯით მიიღებდნენ, მაგრამ გარდაეცვალა დედა, მალე კი ბაბუაც. შარაშიძემ სწავლა მიატოვა და ერთი წელი მამას ეხმარებოდა სახლში მუშაობაში. 16-17 წლის შარაშიძე [[ვარციხე]]ში, ანანოვების მამულში მოეწყო სამუშაოდ. ანანოვები ხის მასალას აწვდიდნენ მთავრობას, რომელსაც ამიერკავკასიის რკინიგზა გაჰყავდა. ერთი წლის მუშაობის შემდეგ შარაშიძე დასუსტდა და სახლში დაბრუნდა.
 
17-18 წლისამ პროფესიად პედაგოგობა აირჩია. მან მასწავლებლობა დაიწყო [[ძიმითი]]ს საზოგადოების სოფელ [[მამათი]]ს ახლადგახსნილ სკოლაში 1869 წელს. 1871 წელს ძიმითის სკოლა შეამოწმა ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ვიქტორ ნიკოლოზის ძე ტროიემ, რომელმაც მოიწონა შარაშიძის საქმიანობა. ჩართული იყო [[ხალხოსნობა |ხალხოსნურ]] მოძრაობაში, მაგრამ დაპატიმრებას გადაურჩა. ექვსი წლის განმავლობაში დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა მოიპოვა.
ხაზი 66:
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
[[კატეგორია:ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
[[კატეგორია:შარაშიძეები|გ]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიგო_შარაშიძე“-დან