შალაურის ეკლესიების კომპლექსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 5:
 
== წმინდა გიორგის ეკლესია ==
[[ფაილი:შალაურის წმინდა გიორგი. მაია წიგნაძე.2021.jpg|მინი|შალაურის წმინდა გიორგის ეკლესია]]
ეკლესიის სამხრეთით ორიოდე მეტრის მანძილზე, დგას [[XIX საუკუნე]]ში აგებული, დაახლოებით ორჯერ უფრო დიდი ზომის წმინდა გიორგის ეკლესია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია შვერილი, ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც გარედან ეკლესიის ძირითადი კორპუსიდან, მხრებითაა გამოყოფილი და დამოუკიდებელი, ნახევარკონუსისებური სახურავი ხურავს. ძირითადად რიჟისა და ნატეხი ქვითაა ნაშენი. სარკმლების ღიობები და კონსტრ. ელემენტები გამოყვანილია კვადრატული აგურით. კედლები გარედან ბათქაშითაა გასწორებული, შიგნიდან კი შელესილია. შესასვლელი ორია დასავლეთით და სამხრეთით. ორივე შესასვლელის გვერდები შირიმის ნათალი ქვისაა. შესასვლელები გარედან, მთლიანი ქვით, თარაზულად არის გადახურული, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული თაღით. ეკლესიის დარბაზი და მისი გადამხურავი კამარა, პილასტრების ორი წყვილითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღებით სამ, თანაბარ ნაწილად იყოფა. თითო პილასტრი დასავლეთ კუთხეებსიცაა. მათ დასავლეთ კედლის მიმდებარე თაღი ეყრდნობა. ყველა თაღი ნაწევარწრიული ფორმისაა. თაღების ქუსლებთან გამოყოფილია, მაღალი, სამსაფეხურიანი იმპოსტები. ამავე იმპოსტებზე არის დაყრდნობილი, პილასტრების შორის არსებული ყრუ ტაღებიც. საკურთხევლის აფსიდი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდის ცენტრსი განიერი, შიგნიდან ნახევარწრიული, ხოლო გარედან ოდნავ შეისრული თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. ეკლესიაში კიდევ ექსვი, მსგავსი სარკმელია: სამი ჩრდილოეთ კედელში, ორი - სამხრეთ კედლის განაპირა მონაკვეთში და ერთიც დასავლეთ კედელში. სესასვლელის ზემოთ, ყველა სარკმელი რკინის გისოსებითაა აღჭურვილი.