გეგის ჩანჩქერის მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
| ორიგინალური სახელი =
| სურათი = Вход над водопадом.JPG
| სურათის_წარწერა = მღვიმის შესასვლელი
| ქვეყანა = {{დროშა|საქართველო}}
| ტერიტორიული ერთეული = [[გაგრის მუნიციპალიტეტი]]
ხაზი 18:
| კეთილმოწყობილი იქნა =
| შესასვლელთა რაოდენობა =
| სირთულის კატეგორია =
| რისკი =
| მისასვლელი =
| განათება =
ხაზი 25:
| მახასიათებლები =
| ტიპი =
| ამგებელი ქანები = [[კირქვა]]
| ჰავა =
| ფაუნა =
ხაზი 35:
| ვიკისაწყობი =
}}
'''გეგის ჩანჩქერის მღვიმე''' — კარსტული მღვიმე [[საქართველო]]ში, [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში]], [[გაგრის მუნიციპალიტეტი|გაგრის მუნიციპალიტეტში]]. მდებარეობს [[არაბიკის მასივი|არაბიკის კირქვულ მასივზე]], [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 650 მ სიმაღლეზე.<ref>Дублянский В. Н., Тинтилозов З. К. и др., Крупные карстовые полости СССР, т. 3, Киев, 1987.</ref> გამომუშავებულია ზედაიურულ [[კირქვა|კირქვებში]], ჩრდილო-დასავლეთი მიმართულების [[ტექტონიკური ნაპრალი]]ს გასწვრივ. მღვიმის შესასვლელიდან ეშვება 50 მ სიმაღლის [[გეგის ჩანჩქერი]]. მღვიმეში გაედინება ნაკადი, რომელიც გზადაგზა აჩენს [[ტბა|ტბებსა]] და [[სიფონი (ჰიდროგრაფია)|სიფონებს]]. მღვიმურ ტალანს მეტწილად ოვალური კვეთი აქვს. მისი საშუალო სიგანე და სიმაღლე 6–7 მ შეადგენს. ფსკერი სიღრმეში თანდათან მაღლდება თითქმის 100 მ-დე. შესასვლელიდან 50 მ დაშორებით პირველი სიფონია, მე-100 მ-ზე — მეორე, რომლის მაქსიმალური სიღრმე 20 მ აღწევს. მღვიმის გამოკვლეული ნაწილის ჯამური სიგრძეა 315 მ, საპროექტო სიგრძე 300 მ, ფართობი 2180 მ², მოცულობა 3100 მ³. [[გეგის ჩანჩქერი]] და მღვიმე მრავალრიცხოვან [[ტურისტი|ტურისტს]] იზიდავს.<ref>{{ქე|1|574|[[ზურაბ ტატაშიძე]]|არა|}}</ref> გეგის ჩანჩქერის მღვიმე გამოიკვლია ციმბირის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ ვალერი ბობრინის ხელმძღვანელობით 1984 წელს. შემდგომში სიფონი გაიარეს კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა. სპორტული კლასიფიკაციით მღვიმე მიეკუთვნება კატეგორიას 3А.<ref>Перечень классифицированных пещер, Центральный совет по туризму и экскурсиям, Москва, 1989.</ref>
 
==სქოლიო==