ზუთხისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 20:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''ზუთხისნაირნი''' ({{lang-la|Acipenseriformes}}) — [[თევზები|თევზების]] რიგი [[ხრტილოვანი განოიდები]]ს ქვეკლასისა. ძველი ზუთხისნაირების ნამარხები ცნობილია ქვემო [[იურული პერიოდი]]დან, თანამედროვე სახეობები — ქვემო [[ცარცული პერიოდი]]დან. მათი სხეულის სიგრძეა 27 სმ-დან (მასა დაახლ. 200 გრამი; [[ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა]]) 5 მეტრამდე (მასა 1 ტონა და მეტი; [[სვია (თევზი)|სვია]]). სხეული თითისტარასებურია, ჩვეულებრივ გლუვი ან ფარეკლების (რომბისებრი ძვლოვანი ფირფიტები) ხუთი გრძივი რიგით დაფარული, რაც განოიდური ქერცლის რუდიმენტებად ითვლება. თავი დაფარულია ფარებით — გადაკრული (კანისმიერი) ძვლებით, რომლებიც აგებულებით ფარეკლებს წააგავს. აქვთ [[საშხეფი]] (მდებარეობს სალაყუჩე სარქვლის ზედა მხარესთან). დინგი (თავის ნაწილი თვალების წინ) წინ გამოწეულია; ქვედა ზედაპირზე განლაგებულია ულვაშები. პირიც ქვემოთ მდებარეობს. ზურგისა და ანალური [[ფარფლები]]ს სხივების რაოდენობა აღემატება მათ საყრდენ ჩონჩხოვან ელემენტებს (რადიალებს). მუცლის ფარფლების ძირში მდებარეობს [[ანუსი]]. კუდის ფარფლი ჰეტეროცერკალურია (გამოშვერილი დიდი ზემო ნაწილით, რომლის შემდეგ კიდევ გრძელდება კუდის ღერო). კუდის ზედა ნაწილი დაფარულია რომბისებრი ქერცლით. შიდა ჩონჩხი ხრტილოვანია; ღერძული ჩონჩხის საფუძველს წარმოადგენს დრეკადი [[ქორდა (ბიოლოგია)|ქორდა]]. [[გული|გულში]] აქვთ არტერიული კონუსი, [[ნაწლავები|ნაწლავებში]] — სპირალური სარქველი (ზრდის შემწოვ ზედაპირს). ცნობილია ორი თანამედროვე ოჯახი: [[ზუთხისებრნი]] და [[დინგნიჩაბასებრნი]], 6 გვარი და
== სქოლიო ==
|