თალესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
თალესი იყო პირველი ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. ის იყო ბერძნული ფილოსოფიის დამფუძნებელი. სავარაუდოდ ის [[ანაქსიმანდრე]]ს მასწავლებელი იყო. ის თვლიდა, რომ საწყისი ელემენტი, რისგანაც შეიქმნა მსოფლიო იყო წყალი. ასევე მან მნიშვნელოვანი ცლილება მოახდინა, როდესაც თქვა, რომ ყველაფერს საფუძვლად უდევს უბრალო ფიზიკური წესები. მან ასევე წამოაყენა აზრი რომ ვარსკვლავები იყო სხვა მსოფლიოები. თალესმა ამით ბიძგი მისცა სხვა ფილოსოფოსებს, რაციონალიზმის პოზიციიდან ემსჯელათ ციური სხეულების ბუნებაზე. ამან გამოიწვია სწრაფი ზრდა აზრისა სხვა სამყაროების არსებობაზე. თალესმა ასევე იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება [[ძვ. წ. 585]] წელს. თალესის არც ერთ ხელნაწერს ჩვენამდე არ მოუღწევია, რის გამოც ჩვენ ვეყრდნობით იმას რაც სხვებმა დაწერეს მასზე და მის ნაშრომებზე. [[პროკულუსი]] წერს რომ თალესი ახალგაზრდობაში წავიდა ეგვიპტეში და რაც ისწავლა ყველაფერი შეიტანა ბერძნულ მათემატიკაში და ფილოსოფიაში. გარდაიცვალა [[ძვ. წ. 546]] წელს მილეტშივე.
 
[[აპოლოდორე]] „ქრონიკებში“ აღნიშნავს, რომ თალესი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა, 78 წლის ასაკში, ფიზიკური ვარჯიშის დროს. თანამემამულეებს დიდად დაუფასებიათ მისი ღვაწლი და შვიდ ბრძენთა შორის დაასახელეს.<ref>'''წყარო{{წიგნი :'''|სათაური=ბერძნული ფილოსოფიის ისტორია |ნაწილი=იონელების ფილოსოფია |წიგნი=I |სახელი=თ. |გვარი=კუკავა |ადგილი=თბ. |გამომცემლობა=განათლება |წელი=1972}}</ref>
 
'''წიგნიდან ,,ბერძნული ფილოსოფიის ისტორია" თავი პირველი : იონელების ფილოსოფია - თ.კუკავა'''</ref>
 
== აღმოჩენები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თალესი“-დან