მითანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎წინარეისტორია: clean up, replaced: წინაისტორ → წინარეისტორ using AWB
 
ხაზი 96:
== რელიგია ==
 
ხურიტები თაყვანს სცემდნენ არა მარტო საკუთარი პანთეონის ღვთაებებს, არამედ უცხო წარმოშობის, კერძოდ, ინდოარიული წარმოშობის (მითრა, [[ვარუნა]], ინდრა, ნასატია) ღმერთებსაც. პანთეონის სათავეში იდგა ღვთაებრივი წყვილი: ქალიშხლისა და ამინდის ღვთაება [[თეშუფი]] და მისი მეუღლე [[ხეფათი]], რომელთაც თაყვანს სცემდნენ მახლობელი აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. მათ ძეს – ''შარუმას'' – აიგივებდნენ ხეთური ქალაქების – ''ნერიქისა'' და ''ციფალანდის'' – ქარიშხლისა და ამინდის ღვთაებასთან. ''შაიმეგი'' განასახიერებდა მზის ღვთაებას, ხოლო ''შაუშქა'' (''შავუშქა'') ომისა და სიყვარულის ღვთაებას.
 
მთვარის ღვთაებას ''ქუშუხი''/''ქუშახი'' (მესოპ. სინი, სუენი) ერქვა. ღმერთთა მამას ქუმარვეს (ხეთ. ''ქუმარბის'') ეძახდნენ, ხოლო დიდ დედა-ქალღმერთს – ''ქუბაბას'' (''ქუვავას''). ხურიტებს ჰყავდათ მრავალი მეორეხარისხოვანი ღვთაებაც (''თაშმიშუ'', ''ფიშაიშაფხი'', ''ხეშუე'' და სხვ.).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მითანი“-დან