აფხაზეთის ასსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
 
'''მეორე''' (18 აპრილს საღამოს) სხდომა 6 საათზე დაიწყო.
 
სიტყვა მოხსენებისათვისაფხაზეთის ასსრ-ის უმაღლეს საბჭოს დეპუტატთა რწმუნებების შემოწმების შესახებ მიეცა სამანდატო კომისიის თავჯდომარეს დეპუტატ ხ. ავიძბას.
 
დეპუტატ ხ. ბღაჟბას წინადადებით უმაღლესმა საბჭმ ერთხმად დაადგინა ცნოს ყველა დეპუტატის რწმუნება, ხოლო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა დამთავრებულად ჩათვალოს.
 
სამანდატო კომისიის მოხსენების შემდეგ დაიწყო განხილვა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის დეპუტატ დ. ჯიჭონიას მოხსენებისა და აფხაზეთის ასსრ-ის 1955 წლის ბიუჯეტისა და აფხაზეთის ასსრ-ის 1954 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ტ. სოსელია, შ. გოგოხია, დ. ერქვანია, ნ. გერია, ნ. ტრაფში, ბ. ჯომიდავა, ს. მარქარიანი, ბ. შამბა, ბ. შინკუბა, ა. ღვინჯილია, ვ. კვარჭელია და სოხუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარე ნ. კემულარია.
 
სხდომაზე წაკითხულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის დეპუტატ ა. ლაბახუას განცხადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის სახელზე იმის შესახებ, რომ მთავრობა იხსნის რწმუნებებს.
 
უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლითაც მოიწონა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს საქმიანობა და დაავალა ა. ლაბახუას წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შემადგენლობის შესახებ.
 
 
 
 
 
'''მესამე''' (19 აპრილს დილის) სხდომა 11 საათზე დაიწყო.