აფხაზეთის ასსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭო
აფხაზეთის ასს რესპუბლიკის IV მოწვევის უმაღლესი საბჭო — აფხაზეთის ასსრ-ის მეოთხე მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1955-1959 წლებში.
ისტორია
რედაქტირება1955-1959 წლების განმავლობაში სულ ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხუთი სესია.
მმართველი რგოლი
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე — სოკრატ იაკობის ძე არშბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — .
აფხაზეთის ასსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — ანდრია მაქსიმეს ძე ჭოჭუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — ბაგრატ გრიგოლის ძე შამბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — ქსენია ნიკოლოზის ასული ჩიქოვანი;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ანდრიას ძე გეგეშიძე, დიმიტრი იოსების ძე გულია, ნადეჟდა იასონის ასული ჯახუა, სუმბატ იოსების ძე მარქარიანი, კლავდია პავლეს ასული მედვიგინა, გივი დარისპანის ძე ჭაჭია და ნიკოლოზ ბესარიონის ძე ჩხოტუა[1].
სესიები
რედაქტირებაI სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1955 წლის 18-19 აპრილს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.
პირველი (18 აპრილს დილის) სხდომა გაიმართა[2].
მეორე (18 აპრილს საღამოს) სხდომა 6 საათზე დაიწყო.
სიტყვა მოხსენებისათვისაფხაზეთის ასსრ-ის უმაღლეს საბჭოს დეპუტატთა რწმუნებების შემოწმების შესახებ მიეცა სამანდატო კომისიის თავმჯდომარეს დეპუტატ ხ. ავიძბას.
დეპუტატ ხ. ბღაჟბას წინადადებით უმაღლესმა საბჭმ ერთხმად დაადგინა ცნოს ყველა დეპუტატის რწმუნება, ხოლო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა დამთავრებულად ჩათვალოს.
სამანდატო კომისიის მოხსენების შემდეგ დაიწყო განხილვა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის დეპუტატ დ. ჯიჭონაიას მოხსენებისა და აფხაზეთის ასსრ-ის 1955 წლის ბიუჯეტისა და აფხაზეთის ასსრ-ის 1954 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ტ. სოსელია, შ. გოგოხია, დ. ერქვანია, ნ. გერია, ნ. ტრაფში, ბ. ჯომიდავა, ს. მარქარიანი, ბ. შამბა, ბ. შინკუბა, ა. ღვინჯილია, ვ. კვარჭელია და სოხუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნ. კემულარია.
სხდომაზე წაკითხულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დეპუტატ ა. ლაბახუას განცხადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახელზე იმის შესახებ, რომ მთავრობა იხსნის რწმუნებებს.
უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლითაც მოიწონა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს საქმიანობა და დაავალა ა. ლაბახუას წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შემადგენლობის შესახებ.
ამით დასრულდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის მეორე სხდომა[3].
მესამე (19 აპრილს დილის) სხდომა 11 საათზე დაიწყო.
სხდომაზე გაგრძელდა განხილვა მოხსენებისა აფხაზეთის ასსრ-ის 1955 წლის ბიუჯეტისა და აფხაზეთის ასსრ-ის 1954 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: პ. ცანავა, ა. გრიგოლია, ლ. ხვიტია და ა. ლაბახუა. კამათის დამთავრების შემდეგ უმაღლესმა საბჭომ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის დეპუტატ დ. ჯიჭონაიას საბოლოო სიტყვა.
დეპუტატ ბ. ჯომიდავას წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო იღებს ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ წესს: აფხაზეთის ასსრ-ის 1955 წლის ბიუჯეტს კენჭი ეყაროს შემოსავლისა და გასავლის ნაწილების მიხედვით, ხოლო კანონს აფხაზეთის ასსრ-ის ბიუჯეტის შესახებ კენჭი ეყაროს მთლიანად.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის 1955 წლის ბიუჯეტის და აფხაზეთის ასსრ-ის 1954 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. ასევე ერთხმად დამტკიცდა „აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1955 წლის ბიუჯეტის კანონი“.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო შეუდგა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ბრძანებულებების დამტკიცებას. ამ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი დეპუტატი მ. ხაშბა.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემდეგ ბრძანებულებანი:
- 1954 წლის 23 დეკემბრის — აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების სასოფლო და სადაბო საბჭოების არჩევნების საარჩევნო ნორმების შესახებ;
- 1954 წლის 23 დეკემბრის — აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო დროშის შესახებ და შეიტანა ცვლილებები აფხაზეთის ასსრ-ის კოსტიტუციის 108 მუხლებში.
იმასთან დაკავშირებით, რომ ა. მარკელია გათავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლეს სასამართლოს თავმჯდომარეობის თანამდებობიდან, ხოლო კ. გაბლაია — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლეს სასამართლოს წევრის თანამდებობიდან, უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლეს სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია მ. შამბა, ხოლო უმაღლესი სასამართლოს წევრად გ. მელიკოვი.
შემდეგ უმაღლესმა საბჭომ აირჩია აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლეს სასამართლოს სახალხო მსაჯულები 26 კაცის ოდენობით.
უმაღლესმა საბჭომ განიხილა საკითხი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობის შესახებ. დეპუტატ პ. გიგინეიშვილის წინადადებით არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე, პრეზიდიუმის მდივანი და პრეზიდიუის 7 წევრი.
შემდეგ უმაღლესი საბჭო შეუდგა მთავრობის — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შედგენის საკითხის განხილვას. დეპუტატმა ა. ლაბახუამ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დავალების შესაბამისად განსახილველად შემოიტანა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მოწონებული იქნა სკპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მიერ.
უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა შემდეგი შემადგენლობა:
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე — არქიპო მირონის ძე ლაბახუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე — გიორგი ივანეს ძე ბერულავა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე — ერასტი მაქსიმეს ძე აკშბა;
- შინაგან საქმეთა მინისტრი — პლატონ გამაჟლოს ძე არშბა;
- ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი — შოთა დორიმენდონის ძე გოგოხია;
- კომუნალური მეურნეობის მინისტრი — ნელი მიხეილის ასული ტრაპში;
- კულტურის მინისტრი — ვლადიმერ ჯგონატის ძე კვარჭელია;
- ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი — გობრონ ანდრონიკის ძე ჯოხთაბერიძე;
- განათლების მინისტრი — ნიკოლოზ ერასტის ძე გერია;
- სოფლის მეურნეობის მინისტრი — აკაკი ნესტორის ძე ღვინჯილია;
- სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი — ილარიონ ყადირის ძე კაკალია;
- ვაჭრობის მინისტრი — ნური რაჯაბის ძე აკაბა;
- ფინანსთა მინისტრი — დავით მიხეილის ძე ჯიჭონაია;
- იუსტიციის მინისტრი — მეჯით მუსტაფას ძე არგუნი;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე — ოთარ ალექსანდრეს ძე ქავთარაძე.
ამით დაამთავრა მუშაობა აფხაზეთის ასსრ-ის მეოთხე მოწვევის პირველმა სესიამ[4].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაII სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს II სესია მოწვეულ იქნა 1956 წლის 6-7 თებერვალს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირებაIII სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს III სესია მოწვეულ იქნა 1957 წლის 8-9 აპრილს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1958 წლის 21 აპრილს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, აფხაზეთის ასსრ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრობიდან განთავისუფლდა აკაკი ნესტორის ძე ღვინჯილია და დაინიშნა მაქსიმე სერგის ძე არჯენია.
1958 წლის 21 აპრილს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრობიდან განთავისუფლდა ნიკოლოზ ერასტის ძე გერია და დაინიშნა გრიგოლ ივანეს ძე ჩუკბარი.
1958 წლის 21 აპრილს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს წევრებად დაინიშნენ: შალვა კონსტანტინეს ძე გვასალია და გრიგოლ ნარიყის ძე ბუთბა.
1958 წლის 13 აგვისტოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს წევრობიდან განთავისუფლდა ქსენია ბადრის ასული გაბლაია.
IV სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს IV სესია მოწვეულ იქნა 1958 წლის 24-25 იანვარს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1959 წლის 3 იანვრის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით, უმაღლესის საბჭოს მეოთხე მოწვევის მეხუთე სესია დაინიშნა 1959 წლის 19 იანვარს.[5]
1959 წლის 5 იანვრის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით, აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო, სასოფლო და სადაბო საბჭოების არჩევნების დებულებაში შევიდა ნაწილობრივი ცვლილებები და დამატებები.
1959 წლის 6 იანვრის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულებაში შევიდა ნაწილობრივი ცვლილებები და დამატებები. [6]
V სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს V სესია მოწვეულ იქნა 1955 წლის 19-20 იანვარს სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში.
პირველი (19 იანვარს დილის) სხდომა გაიმართა 11 საათზე.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო სესიის შემდეგი დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1959 წლის სახელმწიფო გეგმა;
- აფხაზეთის ასსრ-ის 1959 წლის ბიუჯეტის და აფხაზეთის ასსრ-ის 1957 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება.
აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1959 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ სიტყვა მიეცა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს მ. ჩიქოვანს.
შემდეგ სესიამ მოისმინა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის დეპუტატ დ. ჯიჭონაიას მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის 1959 წლის ბიუჯეტის და აფხაზეთის ასსრ-ის 1957 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, რომლის შემდეგ თანამოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დეპუტატი ვ. მარღანია.
უმაღლესმა საბჭომ დაიწყო აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების სახელმწიფო გეგმისა და ბიუჯეტის განხილვა. კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: პ. გიგინეიშვილი, გ. ჭაჭია, ხ. ტუფურია და სოხუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ე. ამიჩბა, ასევე გუდაუთის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. კობახია.
ამით დამთავრდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა[7].
მეორე (19 იანვარს საღამოს) სხდომა გაიმართა 5 საათზე.
სხდომაზე გაგრძელდა აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების სახელმწიფო გეგმისა და ბიუჯეტის განხილვა. კამათში გამოვიდნენ: აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი გ. ჩუკბარი, დეპუტატი შ. გოგოხია, გაგრის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. მიხაილენკო, გულრიფშის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე შ. ნაჭყებია, დეპუტატი ჩ. ქვაჩახია, აფხაზეთის ასსრ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრი მ. არჯენია, ტყვარჩელის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე მ. ხვინგია, დეპუტატი შ. ენიკი, დეპუტატი დ. ერქვანია, დეპუტატი ე. აკშბა და დეპუტატი დ. აძინბა.
ამით დამთავრდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მეორე სხდომა[8].
მესამე (20 იანვარს დილის) სხდომა გაიმართა 11 საათზე.
სესიაზე კამათი გაგრძელდა აფხაზეთის ასსრ-ის 1959 წლის ბიუჯეტის და აფხაზეთის ასსრ-ის 1957 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. კამათში მონაწილეობდნენ: დეპუტატი ვ. კვარჭელია, დეპუტატი ვ. ჯინჯოლია და დეპუტატი ნ. სარსანია. ამით დამთავრდა კამათი აღნიშნული საკითხის გამო. საბოლოო სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრი დ. ჯიჭონაია.
სესიამ ერთხმად დაამტკიცა კანონი აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის განვითარების 1959 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ.
დეპუტატი დ. მარღანია წინადადებით შემოვიდა მიეღოთ კანონი აფხაზეთის ასსრ-ის 1959 წლის ბიუჯეტის შესახებ, აგრეთვე — დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის 1957 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. სესიამ ერთხმად მიიღო აღნიშნული წინადადება.
სესია შეუდგა დღის წესრიგის მესამე საკითხის განხილვას — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებათა დამტკიცებას. ამ საკითხზე მოხსენება გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანმა დეპუტატმა მ. არგუნმა. სესიამ ერთსულოვნად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებები.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ს. არშბამ სესიის დღის წესრიგი ამოწურულად გამოაცხადა.
ამით დაამთავრა მუშაობა აფხაზეთის ასსრ-ის მეოთხე მოწვევის მეხუთე სესიამ[9].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1959 წლის 20 იანვრის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით 1959 წლის 15 მარტს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საჭოსა და აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნები.[10]
ლიტერატურა
რედაქტირება- Заседания Верховного Совета Абхазской АССР, первая сессия четвертого созыва, 18-19 апр. 1955 г.: Стеногр. отчет. - Сухуми: 1955.
- Заседания Верховного Совета Абхазской АССР, вторая сессия четвертого созыва, 6-7 февр. 1956 г.: Стеногр. отчет. - Сухуми: 1956.
- Заседания Верховного Совета Абхазской АССР, третья сессия четвертого созыва, 8-9 апр. 1957 г.: Стеногр. отчет. - Сухуми: 1957.
- Заседания Верховного Совета Абхазской АССР, четвертая сессия четвертого созыва, 24-25 янв. 1958 г.: Стеногр. отчет. - Сухуми: 1958.
- Заседания Верховного Совета Абхазской АССР, пятая сессия четвертого созыва, 19-20 янв. 1959 г.: Стеногр. отчет. - Сухуми: 1959.
- აფხაზეთის ასსრ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები : მესამე სესია 1957 წლის 8-9 აპრილი, სტენოგრაფიული ანგარიში. - სოხუმი : აფხაზეთის ასსრ უმაღ. საბჭ. გა-მა, 1957 (აფსნი ყაფშის სტ.).
- აფხაზეთის ასსრ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები (მეოთხე სესია), 1958 წლის 24-25 იანვარი : სტენოგრ. ანგარიში. - სოხუმი, 1958 (საქმთავარგამ-ბის სტ.).
- აფხაზეთის ასსრ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომები (მეხუთე სესია), 1959 წლის 19-20 იანვ.) : სტენოგრაფიული ანგარიში. - სოხუმი : აფხაზეთის ასსრ უმაღლ. საბჭ. გამოც., 1959 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. სტ. ქ. სოხუმში).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №78 (4819), 20 აპრილი, 1955
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №77 (4818), 19 აპრილი, 1955
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №78 (4819), 20 აპრილი, 1955
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №78 (4819), 20 აპრილი, 1955
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №3 (5769), 4 იანვარი, 1959
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №6 (5772), 9 იანვარი, 1959
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №14 (5780), 20 იანვარი, 1959
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №14 (5780), 20 იანვარი, 1959
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №15 (5781), 21 იანვარი, 1959
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №15 (5781), 21 იანვარი, 1959