იოანე იტალოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: მრავალმნიშვნელოვანი ბმულები
 
ხაზი 1:
{{მმ*|იოანე}}
'''იოანე იტალოსი''' ({{lang-el|Ἰωάννης ὁ Ἰταλός}}) — XI საუკუნის [[ბიზანტია|ბიზანტიელი]] ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. იგი ითვლება ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად ბიზანტიაში. იოანე იტალოსი კარგად იცნობდა [[პლატონი|პლატონისა]] და [[არისტოტელე|არისტოტელეს]] ნააზრევს და ამტკიცებდა, რომ ამ ორ დიდ ბერძენ მოაზროვნეს შორის არავითარი არსებითი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამით იგი თავისი მასწავლებლის, [[მიქაელ ფსელოსი|მიქაელ ფსელოსის]] ფილოსოფიურ გზას აგრძელებდა, რომელიც ფილოსოფიური ღვთისმეტყველების მნიშვნელოვანი პრობლემებისა და საკითხების ანალიზის დროს პლატონს, არისტოტელესა და „უბადლო [[პროკლე|პროკლეს]]“ ეყრდნობოდა. სწორედ ფსელოსისა და იოანე იტალოსის სახელთანაა დაკავშირებული XI საუკუნის ბიზანტიაში ე. წ. „პროკლეს რენესანსის“ წარმოშობა, რომელმაც შემდეგ პროკლეს აზროვნების მძაფრი კრიტიკაც კი განაპირობა [[ნიკოლოზ მეთონელი|ნიკოლოზ მეთონელის]] (XII ს.) მხრიდან.<ref>{{ქე|4|315|ირემაძე თ.|არა|სტატია=იოანე იტალოსი}}</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოანე_იტალოსი“-დან