პეტრე რუმიანცევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''პეტრე რუმიანცევი''' (დ. [[4 იანვარი]], [[1725]], [[მოსკოვი]] — გ. [[8 დეკემბერი]], [[1796]], ტაშანი, კიევის ოლქი) ― რუსი მხედართმთავარი, გრაფი (1744), გენერალ-ფელდმარშალი (1770), სამხედრო თეორეტიკოსი. იყო [[ნიკოლოზ რუმიანცევი]]ს მამა.
 
==ბიოგრაფია==
გვარდიაში ჩაწერეს ბავშვობიდან. 1740 წელს მიენიჭა ოფიცრობა. 1741-1743 წლებში რუსეთ-შვედეთის ომში მამას ახლდა არმიაში. 1743 წელს სანქტ-პეტერბურგში ჩაიტანა [[აბოს ხელშეკრულება|აბოს ხელშეკრულების]] ტექსტი. [[შვიდწლიანი ომი]]ს დროს წარმატებით სარდლობდა ჯერ ბრიგადას, შემდეგ დივიზიას და კორპუსს. 1764-1796 წლებში იყო [[მალოროსია|მალოროსიის]] კოლეგიის პრეზიდენტი და [[გენერალ-გუბერნატორი]]. აქტიურად ატარებდა [[უკრაინა|უკრაინის]] ავტონომიის ლიკვიდაციის პოლიტიკას. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის]] დასაწყისში სარდლობდა II არმიას (35 ათასი კაცი), 1769 წელს ექსპედიციას აზოვის დასაკავებლად, იმავე წლის აგვისტოდან კი I არმიას. 1770 წლის ზაფხულში [[კაგულის ბრძოლა]]ში გაანადგურა ოსმალეთის ჭარბი ძალები და დაიკავა [[დუნაი]]ს ქვემოთა მარცხენა ნაპირი, ხოლო 1774 წელს შუმლუზე შეტევით აიძლააიძულა [[ოსმალეთის იმპერია]] დაედოთ [[ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება]]. 1775 წელს დუნაის წარმატებული კამპანიის გამო მიიღო ზედწოდება ზადუნაისკი და დაინიშნა მძიმე კავალერიის სარდლად. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1787-1791)|რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 წლების ომის]] დროს იყო II არმიის სარდალი, მაგრამ მთავარსარდალ პოტიომკინთან უთანხმოების გამო ფაქტობრივად ჩამოშორდა სარდლობას.
 
==ლიტერატურა==