პეჩორა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
'''პეჩორა''' ({{lang-ru|Печора}}) — მდინარე [[რუსეთი|რუსეთში]], [[კომის რესპუბლიკა]]სა და [[ნენთა ავტონომიური ოკრუგი|ნენთა ავტონომიურ ოკრუგში]]. სათავე აქვს [[ჩრდილოეთი ურალი|ჩრდილოეთ ურალში]], [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 676 მ სიმაღლეზე. სიგრძე 1809 კმ, აუზის ფართობი 322 ათ. კმ². ერთვის [[ბარენცის ზღვა|ბარენცის ზღვის]] პეჩორის უბეს. პეჩორა მიედინება [[რუსეთის ევროპული ნაწილი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.<ref>[https://water-rf.ru/Водные_объекты/542/Печора Печора — Научно-популярная энциклопедия «Вода России»]</ref>
 
ზემო დინებაში წარმოადგენს [[ჭორომი]]ან, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების მდინარეს. ხეობა შედარებით ვიწროა და ღრმა, მაღალი და ხშირად ფლატეებიანი ნაპირებით; [[კალაპოტი]] დაკლაკნილია, ჩეულებრივ არაგანშტოებული, პატარა, 50-დან 100 მ-მდე საშუალო სიგანით, ბევრი [[ჭორომი]]თა და [[ჭალა|ჭალიანი]] მონაკვეთებით. მდინარე უნიის შესართავამდე მდინარის საშუალო დახრილობაა დაახლოებით 2,5–3 ‰, ქვემოთ 0,2 ‰. მდინარე ვოლოსნიცის შესართავის შემდეგ უხვევს ჩრდილოეთისაკენ და მიედინება [[პეჩორის დაბლობი|პეჩორის დაბლობზე]]. მდინარე ილიჩის შესართავის ქვემოთ მდინარის ჩამონადენი თითქმის ორმაგდება, [[კალაპოტი]]ს კლაკნილობა მცირდება, სიგანე იმატებს (200–400 მ-მდე და მეტი), ჩნდება იშვიათი [[ჩქერი|ჩქერები]] და [[კუნძული|კუნძულები]]. ნაპირების სიმაღლე მეტწილად 6–9 მ-ია. დახრილობა საშუალოდ 0,10–0,12 ‰. მდინარეების ველიუსა და შუგორისშჩუგორის შესართავებს შორის კალაპოტი ხასიათდება 400–600 მ სიგანის მეანდრირებული და გაწრფევებული მონაკვეთების მონაცვლეობით.<ref name="bigenc" />
 
მდინარე შუგორისშჩუგორის შესართავთან პეჩორა კვეთავს [[ურალის მთები]]ს დასავლეთ განშტოებას, ნაპირებზე შიშვლდება [[კირქვები]]. შუგორისშჩუგორის შესართავის ქვემოთ კუნძულების რაოდენობა [[კალაპოტი|კალაპოტში]] იზრდება; ხეობა და ჭალა ფართოვდება. მდინარე კოჟვის შესართავის შემდეგ მნიშვნელოვნად ფართოვდება, ფართო ჭალაში ბევრია [[ნარიონალი]], კალაპოტში დიდი რაოდენობითაა ჩქერები, ცელები, ჭალაკები, კუნძულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. პეჩორის სიგანე მდინარე უსის შესართავთან 1200 მ-ია; ქვემოთ პეჩორა მიედინება [[დასავლეთი]]საკენ, სადაც ქმნის განედურ მუხლს ორი დიდი კლაკნილით. წყლოვანება თითქმის ორმაგად იზრდება და პეჩორა ხდება მძლავრი და წყალუხვი მდინარე. მარჯვენა ნაპირი ციცაბოა, სიმაღლე 50–60 მ-მდე, მარცხენა — დაბალი. მდინარე ცილმის შესართავის ქვემოთ პეჩორა [[ჩრდილოეთი]]საკენ უხვევს, აქვს 10 კმ სიგანის ორმხრივი ჭალა, რომელიც მრავალრიცხოვანი [[ტბა|ტბებითა]] და [[ნარიონალი|ნარიონალებითაა]] დაფარული.<ref name="bigenc">[https://bigenc.ru/geography/text/3137582 Печора | Большая российская энциклопедия]</ref>
 
მდინარე კუნძულებით იყოფა მრავალრიცხოვან ტოტებად და ფშანებად. დახრილობა 0,05 ‰-ზე ნაკლებია. [[პეჩორის უბე|პეჩორის უბიდან]] 120 კმ-ში დიდი პეჩორისა (მარჯვენა ტოტი) და პატარა პეჩორის (მარცხენა ტოტი) გაყოფის კვანძში იწყება 3250 კმ² ფართობის მქონე [[დელტა]]. სოფელ ანდეგის ქვემოთ ტოტების რიცხვი დელტაში იზრდება, რომელთაგან უდიდესია უტჩერ-შარი, კრესტოვი-შარი, სრედნი-შარი, მესინი. დელტაში ბევრია ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდია [[გოლოდნაია-გუბა]]. პეჩორის მთავარი შენაკადებია: [[ილიჩი]], [[შუგორიშჩუგორი]], [[უსა]], [[ლაია]] და [[შაპკინა]] (მარჯვენა); [[ჩრდილოეთი მილვა]], [[კოჟვა]], [[იჟმა]], [[პიჟმა]], [[ცილმა]] და [[სულა (მდინარე)|სულა]] (მარცხენა). მდინარის აუზში 34,6 ათ. ნაკადი და 62 ათ.-ზე მეტი ტბაა.<ref>Да­вы­дов Л. К. Гид­ро­гра­фия СССР. Л., 1955. Ч. 2</ref>
 
დამახასიათებელია გაზაფხულის [[წყალდიდობა]], შემოდგომის [[წყალმოვარდნა]] და ზამთრის [[წყალმცირობა]]. საზრდოობს ძირითადად [[თოვლი]]ს წყლით (წლიური ჩამონადენის 60 %); წვიმისა და გრუნტის წყლებზე მოდის 20–25%. [[წყალდიდობა]] იცის [[აპრილი]]ს ბოლოდან [[ივლისი]]ს ბოლომდე, ჩვეულებრივ აქვს ორი პიკი. [[წყალდიდობა|წყალდიდობის]] პერიოდზე მოდის წლიური ჩამონადენის 66 % და შეინიშნება წყლის მაქსიმალური ხარჯი. ხანმოკლე ზაფხულ-შემოდგომის [[წყალმცირობა]] ირღვევა წვიმით გამოწვეული [[წყალმოვარდნა|წყალმოვარდნით]]; შემოდგომის წყალმოვარდნის შემდეგ იწყება მდგრადი ზამთრის [[წყალმცირობა]] ([[ნოემბერი]]–[[აპრილი]]). წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 4120 მ³/წმ, მაქსიმალური ხარჯი 40 ათ. მ³/წმ. იცის მდგრადი და ხანგრძლივი [[გაძგიფვა]] (190–200 დღე). ყინულძვრა ზემოთიდან იწყება და ჩნდება ყინულხერგილები. რეგულარული ნაოსნობა [[ტროიცკო-პეჩორსკი|ტროიცკო-პეჩორსკამდეა]], ზოგჯერ [[უსტ-უნია]]მდე. საზღვაო გემები [[ნარიან-მარი|ნარიან-მარამდე]] ადიან. იყენებენ [[ხე-ტყის დაცურება|ხე-ტყის დასაცურებლად]], [[ქვანახშირი]]ს, [[ნავთობპროდუქტები]]სა და [[სამშენებლო მასალა|სამშენებლო მასალის]], [[პური]]სა და სხვა გადასატანად. მთავარი ნავმისადგომებია: [[ნარიან-მარი]], [[უსტ-ცილმა]], [[პეჩორა (ქალაქი)|პეჩორა]], [[ტროიცკო-პეჩორსკი]]. განვითარებულია თევზჭერა. პეჩორის აუზშია [[ქვანახშირი]]ს, [[ნავთობი]]სა და [[აირი]]ს საბადოები. მდინარის ზემო წელშია [[პეჩორა-ილიჩის ნაკრძალი]], შესართავში [[ნენთა ნაკრძალი]].<ref>Пыстин М., Печора» Экономико-географический очерк, Сыктывкар, 1974</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეჩორა“-დან