ეკალღიჭი (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ეკალღიჭი''' (Smilax) — მცენარეთა გვარი ეკალღიჭისებრთა ოჯახისა. ლიანასებრი ფესურიანი ბუჩქებია ეკლიანი ყლორტებით (სიგრძე 30–40 სმ-მდე); ხშირად წარმოქმნიან ძნელად გასავლელ ბარდებს; ი...
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით გაფართოებული მობილური რედაქტირება
(განსხვავება არ არის)

19:15, 16 სექტემბერი 2021-ის ვერსია

ეკალღიჭი (Smilax) — მცენარეთა გვარი ეკალღიჭისებრთა ოჯახისა. ლიანასებრი ფესურიანი ბუჩქებია ეკლიანი ყლორტებით (სიგრძე 30–40 სმ-მდე); ხშირად წარმოქმნიან ძნელად გასავლელ ბარდებს; იშვიათად შედარებით დაბალი ბალახებია. ფოთლებს ყუნწის ძირში, ჩვეულებრივ, მოსაჭიდი ულვაშების წყვილი აქვს. ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია იღლიურ ყვავილედებში. ნაყოფი კენკრაა. ცნობილია 300-მდე სახეობა. გავრცელებული არიან სუბტროპიკებსა და ტროპიკებში, იშვიათად ორივე ნახევარსფეროს თბილზომიერ და ჭარბტენიან რაიონებში. საქართველოს ჭალის ტყეებში ფართოდ არის გავრცელებული Smilax excelsa. სამკურნალო (S. officinalis), ჩინური (S. china) და სხვა სახეობის ეკალღიჭის ფესვები შეიცავს სტეროიდული ხასიათის საპონინებს, სახამებელს, ფისს და ძველი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.