რუსეთ-სპარსეთის ომი (1804-1813): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 4:
მამ 25 ივნისს ეჩმიაძინთან დაამარცა სპარსელები და უკან დაახევინა ირანის შაჰის მემკვიდრეს [[აბას-მირზა]]ს. ციციანოვმა ალყაში მოაქცია [[ერევანი]], მაგრამ ვერ მოახერხა ერევნის სახანოს დაპყრობა. 1805 წლის ივნისში აბას-მირზა ყარაბაღში შეიჭრა, მაგრამ დამარცხდა რუსებთან. ციციანოვმა 1804 წელს აიღო განჯა, შეუერთა ის რუსეთის იმპერიას და უწოდა ელიზავეტოპოლი. ციციანოვმა შეძლო და [[ყარაბაღის სახანო|ყარაბაღის]], [[შაქის სახანო|შაქისა]] და [[შირვანის სახანო|შირვანის]] სახანოებს რუსეთის მფარველობა მიაღებინა. ის [[ბაქო]]სკენ დაიძრა, მაგრამ ღალატით მოკლეს.
 
1806 წლის ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს [[აზერბაიჯანი]]ს დიდი ნაწილი და ქალაქი [[ბაქო]], რუსეთის სამხედრო მოქმედებები გართულებული იყო ერთდროულად წარმოებული ომებით [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1806-1812)|ოსმალეთთან] ] (1806-1812), [[რუსეთ-შვედეთის ომი (1808-1809)|შვედეთთან]] (1808-1809) და [[საფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)|საფრანგეთთან]] (1812). საქართველოს ახალი მთავარსარდალი [[ივანე გუდოვიჩი]] ცდილობდა ირანთის შაჰთან დაზავებას, მაგრამ შაჰი გაურბოდა მოლაპარაკებებს. სპარსელები დროდადრო არბევდნენ [[ბამბაკი|ბამბაკს]], განჯას ან [[თალიშის სახანო|თალიშს]], მაგრამ თავს არიდებდნენ უშუალოდ ბრძოლას. სპარსეთმა ვერ გამოიყენა 1810 წელს [[იმერეთის აჯანყება (1810)|იმერეთისა]] და 1812 წელს [[კახეთის აჯანყება (1812)|კახეთის]] აჯანყებები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. 1812 წლის ოქტომბერში ასლანდუზთან რუსეთის 2-ათსიანმა ჯარმა გენერალ [[პეტრე კოტლიარევსკი]]ს სარდლობით გადამწყვეტი დამარცხება მიაყენა ირანის ჯარების მთავარ ძალებს, ხოლო 1813 წლის 1 იანვარს იმავე კოტლიარევსკიმ აიღო [[ლენქორანი]]. ირანი იძულებული იყო 1813 წლის 12 ოქტომბერს ხელი მოეწერა [[გულისტანის საზავო ხელშეკრულება|გულისტანის საზავო ხელშეკრულებისათვის]], რომლის თანახმადაც ცნო [[დაღესტანი|დაღესტნისა]], აზერბაიჯანისა და ქართლ-კახეთის შეერთება რუსეთთან და რუსეთის კონტროლი [[კასპიის ზღვა]]ზე. სპარსეთს დარჩა ერევნისა და [[ნახიჩევანის სახანო|ნახიჩევანის სახანოები]].
 
== ლიტერატურა ==